უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა TOU-ს კურსდამთავრებულებთა განვითარების პროგრამა, რომელიც მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კურსდამთავრებულებზე და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში მათ ვთავაზობთ:

ისარგებლონ უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის მიერ შემოთავაზებული სერვისებით; წელიწადში ერთხელ/ორჯერ მოვიწვიოთ კურსდამთავრებულთა სპეციალურ ღონისძიებაზე. დაესწრონ უნივერსიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებასა და ტრენინგს. ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით. მეილზე გაეგზავნოთ სისტემატიურად განახლებადი ვაკანსიები და დამსაქმებელთა მოთხოვნები.

კარიერული ზრდის ცენტრი ნებისმიერ კურსდამთავრებულს უწევს დახმარებას რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის, ინტერვიუსთვის მომზადებაში სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში.

აქტიურ კურსდამთავრებულებთან თბილისის ღია უნივერსიტეტი მათი დასაქმების შემდეგაც არ წყვეტს ურთიერთობას და მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

Contact:
ირინა მარგიშვილი
ტელ: (+995 32) 2402946 (* 301)
ელ-ფოსტა: i.margishvili@openuni.edu.ge