ჩვენ შესახებ



თბილისის ღია უნივერსიტეტი (TOU) 2002 წელს დაფუძნდა. საგანმანათლებლო ბაზარზე უკვე 15- წლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სკოლები. 

აქ ყველაფერია, რაც მსოფლიო სტანდარტების ადეკვატურ განათლებასა და სტუდენტობის ნაყოფიერ, დატვირთულ და დაუვიწყარ წლებს უზრუნველყოფს. 

ახლახანს TOU-ს უპირატესობებს დაემატა ულტრათანამედროვე ახალი კამპუსი ქალაქის ცენტრში, რომელიც სრულყოფილადაა აღჭურვილი როგორც სამეცნიერო და ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ინფრასტრუქტურასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია საგანმანათლებლო პროგრამები, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. სტუდენტებს აქვთ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.უნივერსიტეტი ზრუნავს მათ დასაქმებაზეც. 

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი TOU-ს სხვა პროექტებშიც, ენიშნებათ სტიპენდიები. 

ენების გაძლიერებული სწავლება (ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური) TOU-ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. სტუდენტისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც ყველა სოციალური ფენის მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მიიღოს განათლება TOU-ში.

წარმატებული მომავლისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში TOU-ს სტუდენტებს ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონის პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებში ჩართულობაც ეხმარებათ. 

თბილისის ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასი ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში, 100%-იანი დაფინანსებით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მიიღონ ხარისხიანი განათლება. კონფუცის კლასი მსოფლიოს 120 ქვეყნის 1000-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. თბილისის ღია უნივერსიტეტი ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კავშირის ნაწილია. 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ თავიანთი ინტერესების მიხედვით შექმნან სხვადასხვა სპორტული თუ სახელოვნებო კლუბი და საუნივერსიტეტო სივრცეში, სწავლის პარალელურად, დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გაატარონ.

ჩვენთან ადაპტირებული გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

მრავალფეროვანი სასწავლო ლაბორატორიები, პრაქტიკის კომპონენტებით მდიდარი საგანმანათლებლო პროგრამები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებს TOU-ს სტუდენტებს და რეალურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მათ დასაქმების ბაზარზე.