აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატი

აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატი უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი, კოლეგიალური ორგანოა; სენატის შემადგენლობაში შედიან :

ა) თანამდებობრივი წევრები: რექტორი, ხარისხის მართვისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია სტუდენტური თვითმართველობის მიერ შესაბამისი წესის საფუძველზე;
გ) არჩევითი წევრები: აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები.

სენატის შემადგენლობა:

  • ნოდარ პაპუკაშვილი - რექტორი, აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის თავჯდომარე
  • ნათია ვაჭარაძე - ხარისხის მართვისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი
  • ნანა ჯანაშია - სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი
  • ზაურ ამილახვარი - სამართლის სკოლის პროფესორი
  • გიორგი ამილახვარი - ვიცე-რექტორი
  • აკადემიური პერსონალი
  • სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები

1) სენატში შეიძლება მოწვეულ იქნან პროფესიული ასოციაციები, დამსაქმებლები, დეკანები სათათბირო ხმის უფლებით;
2) სენატი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის თავმჯდომარე – რექტორი.
3) სენატის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.