საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა

ბაკალავრიატში და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. მოიპოვებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას.

საბაკალავრო პროგრამებზე დაშვების პირობები, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, პროგრამის საფასური, გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო და არჩევითი საგნების შესახებ ინფორმაცია ასახულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა-კითხვარში და განთავსებულია ,,აბიტურიენტთა ცნობარი 2018“-ში . იხ. აბიტურიენტთა ცნობარი 2018

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 5 საბაკალავრო პროგრამაზე (ყველა პროგრამის საფასური 2250 ლარია:

ბიზნესის ადმინისტრირება-200 ადგილი ;
ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი-100 ადგილი;
საერთაშორისო ურთიერთობები -160 ადგილი;
ჟურნალისტიკა - 100 ადგილი;
სამართალმცოდნეობა -200 ადგილი.


ჩარიცხვის პროცედურა:

აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს TOU-ს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

აბიტურიენტის მიერ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის და აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ. რექტორის ბრძანების საფუძველზე სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება.

აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.

აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოხვდება რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში უნივერსიტეტისადმი არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს TOU-ს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.

ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა TOU-ში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.