სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, სპეციალობაში და უცხო ენაში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად, პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაცვით.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის აუცილებელი პირობები: 2009 წლიდან მოყოლებული, თბილსის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება.

ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში და გამოცდა უცხოურ ენაში)

სსგ-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.

ამასთან, თბილისის ღია უნივერსიტეტი არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3 ნაწილში უნდა იქნეს გადალახური ზღვარი მაგისტრანტობის კანდიდატის საგანამანთლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი

ჩარიცხვის პროცესში უნივერსიტეტი ბარიერ გადალახული აპლიკანტებს სამაგისტრო პროგრამაზე რიცხავს მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

2018 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა - A, B და C - ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

საფეხური საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება მისანიჭებელი კვალიფიკაცია ტესტის ტიპი ადგილების რ-ბა წლიური საფასური
მაგისტრატურა სისხლის სამართალი სისხლის სამართლის მაგისტრი C 30 2250ლ
მაგისტრატურა ბიზნეს სამართალი ბიზნეს სამართლის მაგისტრი C 30 2250ლ
მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი B 60 2250ლ
მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში A 30 2250ლ


ჩარიცხვის პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მომართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
  • დიპლომის დანართი (ასლი).

სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერისტეტო გამოცდები. გამოცდა ტარდება დარგის/მიმართულების სპეციალისტებით დაკომპლექტებული საგამოცდო კომისიის მიერ (დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერისტეტის ადმინისტრაციას)

სპეციალობაში გამოცდის ხვედრითი წილი ქართულენოვან პროგრამებზე 65%-ით, ხოლო ინგლისურენოვან პროგრამებზე 50%-ით განისაზღვრება; მაგისტრანტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • დარგის ფართო ცოდნა;
  • ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული დასკვნების უნარი;
  • მეტყველების კულტურა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი;
  • შეკითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხების გაცემის უნარი.


მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებულად ჩაბარების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში პირის ჩარიცხვის შესახებ. ბრძანების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მაგისტრანტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება მაგისტრანტის ჩარიცხვის თაობაზე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.