გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებისთვის

თბილისის ღია უნივერსიტეტს თავისი ფართო საერთაშორისო ინსტიტუციური თანამშრომლობითა და სტრატეგიული პარტნიორებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შეუძლია როგორც უცხოელი სტუდენტების, მკვლევარებისა და პროფესორების მოზიდვა, ასევე საკუთარი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის უცხოური გამოცდილების შეთავაზება.

ჩვენს სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას ვთავაზობთ ჩინეთში 100%-იანი სტიპენდიებით. გარდა ამისა, გაცვლით პროგრამებს ვახორციელებთ ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონის პარტნიორ უნივერსიტეტებთანაც.


აკადემიური პერსონალისთვის

TOU-ში ვქმნით ისეთ აკადემიურ გარემოს, სადაც საერთაშორისო სპეციალისტებს ადგილობრივ კოლეგებთან თანამშრომლობით პროფესიული განვითარების საშუალება ეძლევათ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ აკადემიურ მობილობას, ორგანიზებას ვუწევთ სემინარებსა და კონფერენციებს და ხელს ვუწყობთ კვლევის განვითარებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფინანსებთ სამეცნიერო საქმიანობას როგორც შიდა რესურსებით, ასევე გარე დონორების მოზიდვის გზით.

ჩვენ ხელს ვუწყობთ უცხოელ ექსპერტებსა და მეცნიერებს როგორც პროფესიულ ზრდაში, ასევე საყოფაცხოვრებო და იურიდიული საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: საცხოვრებელის მოძებნა, ჯანმრთელობის დაზღვევა, სავიზო პროცედურები.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ჩვენ ვაწარმოებთ აკადემიური პერსონალის გაცვლას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში. ეს საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც გრძელვადიანი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, ასევე ლექტორთა რეგულარული როტაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.