IMG_20180130_121537062

ბიბლიოთეკა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ორიენტირებულია თავის მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული და ადაპტირებული გარემო; მიაწოდოს სასწავლო და სამეცნიერო რესურსი და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს საინფორმაციო სახის კონსულტაცია დაინტერესებულ მკითხველს.

ამჟამად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი შედგება 15 000 -ზე მეტი როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ერთეულისგან. აღნიშნული ფონდი მოიცავს ყველა იმ ძირითად სასწავლო მიმართულებას, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტი: ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, მედიცინა, სოციალური, ჰუმანიტარული, ტექნიკური მეცნიერებები და სხვა. ჩვენი ბიბლიოთეკისთვის, პრიორიტეტს წარმოადგენს, თავისი მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი სასწავლო და სამეცნიერო პროდუქცია, რისთვისაც უზრუნველყოფს ღია წვდომას მთელ რიგ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან:

უნივერსიტეტში მოქმედებს საბიბლიოთეკათშორისი სერვისი და იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის ფონდში არ აღმოჩნდა მოთხოვნილი რესურსი, TOU-ს ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ახდენს მოთხოვნული ლიტერატურის გამოტანას.

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ბიბლიოთეკაში გაწევრიანების საფუძველზე. გაწევრიანება ხდება ელექტრონული სახით, რის შემდეგაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს სრული საბიბლიოთეკო მომსახურება.

ბიბლიოთეკა ღიაა მკითხველებისათვის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ორშაბათი- პარასკევი 09:00–დან 18:00 საათამდე, შაბათს 10:00–დან 16:00 საათამდე.