მმართველობითი საბჭო

მმართველობითი საბჭო უნივერსიტეტის მართვის ორგანო, კოლეგიალური სტრუქტურაა და იღებს საჯარო გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტის განვითარების, სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლების, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, განათლების, სტუდენტთა და პედაგოგთა მობილობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შემადგენლობა:

  • ზაურ ამილახვარი - მმართველობითი საბჭოს პრეზიდენტი
  • ნოდარ პაპუკაშვილი - უნივერსიტეტის რექტორი;
  • გიორგი ამილახვარი - ვიცე-რექტორი;
  • ნათია ვაჭარაძე - ხარისხის მართვისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ნანა ჯანაშია - სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • ზვიად გაბისონია - სამართლის სკოლის დეკანი;
  • ქეთევან მდინარაძე - ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი;
  • მექი ლობჟანიძე - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
  • მაკა კუჭავა - მედიცინის სკოლის დეკანი.

მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით, მმართველობითი საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მმართველობითი საბჭოს პრეზიდენტის ხმას.