მისია და ხედვა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ხედვაა, იყოს ხარისხიანი განათლების მიღების, სამეცნიერო კვლევისა და პროფესიული უნარების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე დაწესებულება, რომელიც მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.


თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სამეცნიერო კვლევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნითა და პრაქტიკული უნარების განვითარებით მისცეს სტუდენტებს საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესაბამისი განათლება.

უნივერსიტეტში მულტიკულტურული და დემოკრატიული კლიმატის შექმნით, ხელი შეუწყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე პიროვნების ფორმირებას.



ღირებულებები

  • ღიაობა
  • სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის ღიაობა ახალი იდეების, ინოვაციებისა და ცვლილებებისათვის.
  • ჩართულობა
  • გადაწყვეტილებების მიღება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მაქსიმალური ჩართულობითა და მონაწილეობით.
  • ინტერნაციონალიზაცია
  • უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირება და თანამშრომლობა.
  • პროგრესულობა
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა სწავლის, კვლევისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში.