ნოდარ პაპუკაშვილი

  • პროფესორი
  • სამართლის დოქტორი



მიმართვა

თბილისის ღია უნივერსიტეტში სწავლება მაღალი დონის აკრედიტებული პროგრამებით მიმდინარეობს. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, ის ევროპული სტანდარტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაიქცა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და ვიყოთ ჩვენი სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტს აქვს როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების კვლავაც მოზიდვა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს. ხშირად ისმის კითხვა - როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს ის ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით? ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება, უწყვეტია. მთავარია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს არ დაგვავიწყდეს ის მთავარი, რის გამოც და რისთვისაც შეიქმნა ეს სისტემა - სტუდენტი. ამიტომაც ჩვენი პროგრამები, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სტუდენტზე და შექმნილია სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით.

პატივისცემით,
ნოდარ პაპუკაშვილი