სტუდენტური კლუბები

თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, ჩართულები არიან სხვადასხვა სტუდენტურ კლუბსა და აქტივობაში. სტუდენტური კლუბები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს TOU-ს სტუდენტებს უნივერსიტეტში მაქსიმალურად დატვირთული და ნაყოფიერი წლების გატარებაში.

თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ TOU-ში მოქმედ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კლუბს შეუერთდნენ; დაესწრონ ღონისძიებებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერაა ორგანიზებული ან თავადვე გახდნენ ნებისმიერი მათთვის საინტერესო შეხვედრისა თუ საღამოს ინიციატორები.

  • ლიტერატურული კლუბი

ჩვენი უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი სტუდენტებს საშუალებას აძლევს განიხილონ მათთვის საინტერესო მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა. კლუბი პერმანენტულად მასპინძლობს ცნობილ ქართველ ავტორებს და ერთგვარი პლატფორმაა იმ პირებისთვისაც, რომლებიც ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამენ ლიტერატურაში. კლუბის მიზანია გაზარდოს მასში მონაწილე სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი ადგილობრივი და მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მიმართ.

  • სადისკუსიო კლუბი

თბილისის ღია უნივერსიტეტის სადისკუსიო კლუბში ჩვენს სტუდენტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მოწვეულ სტუმრებს შორის სისტემატიურად მიმდინარეობს აქტუალურ სოციალურ თუ სამეცნიერო თემებზე ოპონირება; მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს სტუდენტებს ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლით განავითარონ თავიანთი საპრეზენტაციო და ორატორული შესაძლებლობები.

  • სპორტული კლუბი

თბილისის ღია უნივერსიტეტის სპორტული კლუბი ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მოსინჯონ ძალები. სტუდენტები სპორტის არაერთ სახეობაში არიან ჩართულები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, წოლჭიმი), რაც მათ შესაძლებლობას სთავაზობს ადგილობრივი, რეგიონული თუ ეროვნული მასშტაბის შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.