სტუდენტური თვითმართველობა

პირველი დღიდან TOU- ში, სტუდენტები ხდებიან ისეთი ძლიერი საზოგადოების ნაწილი როგორიცაა სტუდენტური თვითმმართველობა. გამოცდილება რომელიც ავითარებს ცოდნას, ხასიათს და დამოუკიდებლობის განცდას.

თვითმმართველობის მიზანია შეინარჩუნოს გარკვეული ავტონომია და მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მოვალეობაა სტუდენტთა კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; სამეცნიერო, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; სტუდენტების ხედვების, შენიშვნების და რეკომენდაციების მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის გადაცემა; სტუდენტების ჩართვის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვის პროცესში.

სტუდენტური თვითმმართველობის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ იყვნენ კრეატიულები, გამოავლინონ ლიდერობა და განავითარონ ხელმძღვანელობის უნარი. ამასთანავე მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან.