მობილობა თოუში

მობილობა თოუში წელიწადში 2-ჯერ ხორციელდება - შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში.

იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს თოუში მობილობით გადმოსვლა და ისარგებლოს მთელი რიგი პრივილეგიებით საჭიროა:

  1. დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge

  2. უნივერიტეტების ჩამონათვალში აირჩიოს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: students.eqe.ge/VacancyInfo

  3. გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში

  4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.

  5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით თბილისის ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას info@openuni.edu.ge და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები.

  6. გაეცნოს თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.


დარეგისტრირდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე