მიღება ჩინური ენის კურსებზე

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის კონფუცის კლასი აცხადებს მიღებას ჩინური ენის კურსებზე

 

პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო ეტაპების დაძლევის შემდგომ, მოიპოვონ სტიპენდია და ისწავლონ უფასოდ საბაკალავრო, სამაგისტრო და ენის შემსწავლელ პროგრამებზე. 

 

ჩინური ენის სრული კურსი !!

  • აღნიშნული კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს (HSK 1; HSK 2; HSK 3; HSK 4; HSK 5; HSK 6)- თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 15 კვირას, კვირაში 4 საათი (კვირაში 2 დღე, 2 სთ/დღე).
  • პირველი ეტაპის მსმენელებისათვის შეთავაზებულ იქნება 4 კვირა უფასოდ.
  • ერთი ეტაპის ღირებულება შეადგენს 390 ლარს, საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს წინაწარ (რეგისტრაციის ვადებში), ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდგომ.

 

ინდივიდუალური ჩინური ენის კურსი !!!

  • მეცადინეობა ტარდება ინდივიდუალურად;
  • ერთი საათის ღირებულება შეადგენს 15 ლარს;
  • დამწყებთათვის შეთავაზებულ იქნება 4 კვირა უფასოდ.
  • კურსის ხანგრძლივობა მორგებულია მსმენელის საჭიროების მიხედვით;

 

 

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლა შეგიძლიათ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის კონფუცის კლასში.

 

პროგრამაზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

რეგისტრაციის ვადები: 17 - 30 სექტემბრი.

სასწავლო პროცესი დასაწყისი: 1 ოქტომბერი.

 

საკონტაქტო პირი: ნინო სეფაშვილი

ტელეფონი:  2 40 29 48

ელ. ფოსტა: n.sepashvili@openuni.edu.ge