ახალი სამეცნიერო ბაზა ბიბლიოთეკაში

თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისთვის 3 აპრილიდან ერთი თვის ვადით ჩაირთო Routledge-ის გამომცემლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კოლექცია Routledge Handbooks Online. ამ ბაზის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სამეცნიერო აკადემიური სახელმძღვანელოებითა და პერიოდული გამოცემებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰუმანიტარული, სოციალური, ტექნიკური მეცნიერებები, ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი და სხვა. (დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბაზას)
კოლექციით სარგებლობისათვის უნდა ეწვიოთ ლინკს httpss://www.routledgehandbook s.com/institutional-signin შეარჩიოთ და გადმოწეროთ თქვენთვის საინტერესო მასალა.
მასალები ხელმისაწვდომია მხოლოდ უნივერსიტეტის შენობიდან.
გისურვებთ წარმატებებს!