საზაფხულო სკოლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა „გლობალური უსაფრთხოება და დემოკრატია“ ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში. საზაფხულო სკოლა ხორციელდება ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 2-8 ივლისს, ბარსელონაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ( ბარსელონა, მალიორკის ქუჩა N244). სამუშაო ენა- ინგლისური

 

საზაფხულო სკოლა შეიცავს სასწავლო და პრაქტიკულ მოდულებს:

უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები

ევროპის  სამართალი

კიბერუსაფრთხოება და ტერორიზმი

პრაქტიკული მოდულის ფარგლებში სკოლის მონაწილეები ესტუმრებიან სხვადასხვა ინსტიტუციას.

 

პროფესორები:

ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი - ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტიტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს ესპანური სამართლის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი

ხოსეპ მარია დე დიოსი - ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი

ხავიერ რუბირალტრა - ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი

მარია მუტი ბოსკე - კატალონიის საერთშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი

ანდრეა ნოფერინი - ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი

 

საზაფხულო სკოლის კოორდინატორები -   თსუ-ს ესპანური სამართლის ინსტიტუტის აღამსრულებელი დორექტორი - ლელა ჯანაშვილი და დირექტორთა საბჭოს წევრი - ირაკლი ბურდული

 

საზაფხული სკოლის ღირებულება 1180 ევრო (სამოგზაურო დაზღვევის, სამგზავრო ბილეთისა და საცხოვრებლის ჩათვლით)

რეგისტრაციის ვადა 10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით. მსურველებმა შემდეგ ელ. მისამართზე nutsa.jmukhadze@tsu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (პასპორტი), მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, მოტივაციის წერილი.

 ადგილები შეზღუდულია. გასაუბრება შესარჩევ კანდიდატებთან გაიმართება 4 მაისს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნუცა ჯმუხაძეს nutsa.jmukhadze@tsu.ge