დიმიტრი გვრიტიშვილის ლექცია

თბილისის ღია უნივერსიტეტში ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითა. მან სტუდენტებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო- კერძოდ, როგორ მიმდინარეობს მართლმსაჯულების განხორციელება სხვადასხვა ინსტანციაში; ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას სასამართლო სისტემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.