ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა


TOU-ს ბიზნესის და ინჟინერიის სკოლაში შემუშავებულია და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი მაღალი დონის აკადემიური პროგრამები როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. სკოლის პროგრამები, სილაბუსები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, ასევე კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეორე კურსიდან აირჩიონ დამატებითი (minor) სპეციალობა 60 კრედიტის ფარგლებში, რაც შრომის ბაზარზე მათი დასაქმების შანსს ზრდის.

სკოლის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი მუდამ ზრუნავს მართვის ინოვაციური და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელების საფუძველზე უზრუნველყოს განათლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, სწავლების მეთოდოლოგიის პერმანენტული განახლება, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება და, ზოგადად, საუკეთესო სასწავლო გარემოში ცოდნის დაუფლება.

სტუდენტებს აქვთ საშუალება საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას და, სურვილის შემთხვევაში, შეისწავლონ მეორე, უცხო ენაც, რათა სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ეფექტურად შეძლონ უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენება.

სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ შეიძინონ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული მოღვაწეობის მათთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში, მათთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.

უნივერსიტეტი ტრადიციულად განაგრძობს თანამშრომლობას და დღითიდღე აფართოებს კონტაქტებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

სკოლაში შექმნილი გარემო ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გამოავლინონ და სრულყონ თავიანთი პოტენციალი, შეიძინონ კარიერული წინსვლისათვის საჭირო რელევანტური უნარ-ჩვევები.