უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრი



TOU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. 

ცენტრის მიზნებში ასევე შედის კურსდამთავრებულებთა განვითარების პროგრამა (Alumni Program), რომელიც მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული; ასევე უწყვეტი განათლების ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების, სხვადასხვა პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის/კურსების შეთავაზება.