კონფუძის კლასი

კონფუძის ინსტიტუტი- ესაა არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

კონფუძის ინსტიტუტების ქსელი დაახლოებით 1000 სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს. ის მსოფლიოს 120 ქვეყანაშია წარმოდგენილი და TOU ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი კონფუძის კლასი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა სრული დაფინანსებით. TOU-ს არაერთი სტუდენტი წარმატებით იყენებს ამ შანსს და განათლების მიღებას ჩინეთში, პეკინის ან ლანჯოუს პრესტიჟულ უნივერსიტეტში აგრძელებს.

TOU-ს კონფუძის კლასში ჩინური ენის შესწავლა ასევე სკოლის მოსწავლეებს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. კონფუძის კლასში ენას ჩინელი პედაგოგები ასწავლიან, რომელთაც ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.

TOU-ს კონფუძის კლასი გთავაზობთ::
    • ჩინური ენის უფასო კურსებს;

    • სრულ დაფინანსებას გაცვლით პროგრამებში ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში;

    • საზაფხულო სკოლების სრულ დაფინანსებას ჩინეთში.


მეცადინეობის საათები: ჩინური ენის კურსებზე დასწრება შესაძლებელია შუადღეზე და საღამოს, სტუდენტის სალექციო განრიგის გათვალისწინებით.

დაშვების კრიტერიუმები: კონფუძის კლასის კარი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.