ჟურნალისტიკა

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის კვალიფიკაციის (სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამო-ყალიბება მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული, სხვადასხვა კომპონენტების სინთეზის საფუძველზე.

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ჟურნალისტიკის სპეციალობის კომპეტენციები) და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტებისმეშვეობით.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში


სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლისუფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონეპირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სწავლის ხანგრძლივობა
8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედანსტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიულიგააზრება, განზოგადებადაპრობლემურდონეზეგანხილვადა სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზემიღებულიცოდნისგაღრმავებადადაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი , როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურიმუშაობისმეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი;