სამართლის და ეკონომიკის ცენტრი

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნებული ინსტიტუტია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების სტიმულირებასა და მონიტორინგს, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას, ლობირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას. ცენტრს გააჩნია პოტენციალი შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში კვლევის, დისკუსიისა და სწავლების უალტერნატივო სივრცე, რომელიც საქმიანობას განახორციელებს კომპეტენტურობის, გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების განუხრელად დაცვით.

ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან: თბილისის ღია უნივერისიტეტის სამართლის სკოლა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (HCOJ).

ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ინტერდისციპლინარული დისკუსიისა და იდეების გენერების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსები და სტუდენტები. ცენტი ფუნციონირებას განახორციელებს სამი უმთავრესი მიმართულების მიხედვით. კერძოდ:

  • კვლევა:
კვლევის მიმართულება მოიცავს როგორც სამეცნიერო კომპონენტს, ისე კვლევის სხვა ტიპებს, განსაკუთრებული აქცენტით რეგულირების ზემოქმედების შეფასებაზე (Regulatory Impact Assessment/ RIA). აღნიშნული გულისხმობს ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივების საზოგადოებაზე პოტენციური გავლენის დეტალურ და სისტემურ ანალიზს; მათ წინაშე დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობებისა და საამისოდ გაწეული ფინანსური დახარჯების გონივრულობის შეფასებას. ცენტრის მისიიდან გამომდინარე, კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელებას.

  • სადისკუსიო ველი:
სადისკუსიო ველის იდეა მოიაზრებს პრაქტიკოსებს, სამეცნიერო წრის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის ინტენსიური დიალოგის სტიმულირებას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. აღნიშნული გულისხმობს დიალოგის მონაწილეების მხრიდან საკუთარი გამოცდილებისა და შეფასებების გაზიარებას, მათ შორის, უცხოეულ ექსპერტთა მოწვევას და მათი პერსპექტივის გაცნობას. დისკუსიის ფორმატი შეუზღუდავია და მოიცავს სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, მრგვალ მაგიდას, პრეზენტაციებს, ვიდეო ლექციებს, სემინარებს და ა.შ.

  • უწყვეტი განათლება:
ცენტრის უწყვეტი განათლების კონცეფცია ეფუძნება უწყვეტი პროფესიული განათლების, როგორც ღირებულების, დაცვას და განვითარებას. აღნიშნული მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროგრამების შეთავაზებას, როგორიცაა საზაფხულო და ზამთრის სკოლები, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და ა.შ.