თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, პარტნიორ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის და ხელშეკრულების ფარგლებში გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვოთ ევროპაში წამყვანი უნივერსიტეტის - ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი, დროში მოქნილად და ექსკლუზიურ ფასად!!!

სწავლა მოხდება ერთი წელი თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ხოლო შემდეგი ერთი წელი ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ესტონეთში.  

ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად აუცილებელია ჩაირიცხოთ თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ბიზნესის სამართლის პროგრამაზე, პირველ წელს სტუდენტი გაივლის მაღალკვალიფიციური-პრაქტიკოსი იურისტების მიერ განხორციელებულ შემდეგ კურსებს: დარგობრივი ინგლისური; აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები; შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი; საგადასახადო სამართალი; კოლიზიური და საერთაშორისო კერძო საპროცესო სამართალი; კონკურენციის სამართალი; იურიდიული კლინიკა (პრაქტიკული კურსი); კომერციული არბიტრაჟი; მოლაპარაკებები (ინგლისურენოვანი).

თბილისის ღია უნივერსიტეტში სწავლა იწარმოებს ქართულ ენაზე (გარდა ერთი საგნისა) და ჯამში სტუდენტი დააგროვებს 57 კრედიტს.

მეორე წლიდან სტუდენტი ჩაირიცხება ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და დაგროვებული კრედიტები (ჯამში 57 კრედიტი) სრულად უღიარდება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ.

 ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მეორე წელს სტუდენტი გაივლის შემდეგ კურსებს: ადამიანის უფლებები, ეთიკა და ტექნოლოგიები; საჯარო საერთაშორისო სამართალი; ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალი; ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამართალი და პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობის სამართლებრივი რეგულირება; კიბერ უსაფრთხოების სამართალი; ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის სამართალი; ქეის სთადი ევროკავშირის შიდა ბაზრის და კონკურენციის სამართალზე; სამაგისტრო ნაშრომი.

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტი ჯამში დააგროვებს 78 კრედიტს და მიიღებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს/დიპლომს. სწავლა იწარმოებს ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო ნაშრომის დაწერა და დაცვაც შედგება ინგლისურ ენაზე.

პროგრამაში ჩასარიცხად აუცილებელია სტუდენტი კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას და ქონდეს სამართლის ბაკალავრის ხარისხი. ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი, რომელიც მოთხოვნილია ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ, შესაბამისი ქულებით:  https://www.ttu.ee/studying/tut_admission/english-language-requirements;

 

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის საფასურია ჯამში 7000 ევრო. სწავლის საფასური მოიცავს სწავლის გადასახადს ორივე წელს, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ კრედიტების აღიარების საფასურს და ჩარიცხვის საფასურს. გადასახადი არ მოიცავს ესტონეთში გამგზავრების, ცხოვრების, კვების და დაზღვევის თანხებს. 

 

რეგისტრაცია იწარმოებს 5 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის ღია უნივერსიტეტში, მის: უნივერსიტეტის ქუჩა #2 (ვაკე-საბურთალოს კვეთა);

 

საკონტაქტო პირი ალექსანდრე წულაძე: 599400737;