სამეცნიერო ბაზები

Cambridge Journals Online აღნიშნული ბაზა მოიცავს 360 დასახელების აკადემიურ ჟურნალს და 30 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ასტრონომია, ეკონომიკა მათემატიკა, პოლიტიკა შექსპირი კვლევები და სხვა

BioOne Complete ბაზა აერთიანებს 200 დასახელების ჟურნალს ბიოლოგიაში, ეკოლოგიასა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში.

e-Duke Journals Scholarly Collection ბაზა ღია წვდომის საშუალებას იძლევა Duke University Press-მიერ გამოცემულ წიგნებსა და ჟურნალებზე . ეს გამომცემლობა ყოველწლიურად გამოსცემს 120 დასახლების ახალ წიგნსა და 50-ზე მეტ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალს სხვადასხვა სამეცნიერო დარგში.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books მოიცავს სამცნიერო კვლევებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ენციკლოპედიებს და ჟურნალებს სამართალში, ბიზნესში, ეკონომიკასა და სოციალურ მცნიერებებში. მათ მიერ გამოცემულ ავტორებს შორის 14 ნობელის პრემიის ლაურეატია.

IMechE Journals ეს ბაზა მოიცავს სამეცნიერო ჟურნალებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში; ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო სფეროებში, ინჟინერიისა და ფიზიკის მეცნიერებებში.

New England Journal of Medicine აერთიანებს სამედიცინო მიმართულების ჟურნალბს კარდიოლოგიაში, ენდოკრინილოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, გენეტიკაში, ჰემატოლოგიაში, ონკოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებში, ნერვოპათოლოგიასა და სხვა არაერთ სამედიცინო მიმართულებაში.

Royal Society Journals Collection მოიცავს ბიოლოგიის, ფიზიკისა და საინჟინრო–მათემატიკურ მეცნიერებებს, გარემოსა და კლიმატის შესახებ მიმართულებებს და სხვა.

SAGE Premier ბაზა მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 900-ზე მეტი დასახელების ჟურნალს და 700,000-ზე მეტ პუბლიკაციას. ჩვენი მომხმარებლისათვის მასალებზე წვდომა შესაძლებელია 1999 წლიდან დღემდე გამოქვეყნებულ რესურსებზე.

Openedition Journals ბაზაში შედის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროს საუნივერსიტეტო გამომცემლობებისა და მცირე აკადემიური გამომცემლობების მიერ გამოცემული 160-ზე მეტ ჟურნალი. ბაზაში შემავალი ჟურნალების 80% ფრანგულენოვანია, თუმცა, მასში ასევე შედის ინგლისური, ესპანური იტალიური და პორტუგალიურენოვანი მასალები

doaj.org - ღია წვდომის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შედის სოციალურ, ჰუმანიტარულ პოლიტიკურ, ტექნიკურ, სამართლის, სფეროში შემავალი პერიოდული გამოცემები.

www.opendoar.org ღია წვდომის მოანცემთა ბაზა აერთიანებს მსოფლიოში ღია საცავების ჩამონათვალს. ამ ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ, მოძებნოთ ღია წვდომის ონლაინ საცავები, გაეცნოთ ღია საცავების ჩამოათვალს, მათ სტატისტიკას და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მასალა;

roar.eprints.org -ღია წვდომის სამეცნიერო პროდუქციის საძიებო ბაზა, რომელშიც შესაძლებლობა გაქვთ, მოძებნოთ თქვენთვის სასურველი რესურსი, პუბლიკაცია, წიგნი, მონაცემები, ბაზები და ა. შ