მობილობა თოუში 

მობილობა თოუში წელიწადში 2-ჯერ ხორციელდება - შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში. 

იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს თოუში მობილობით გადმოსვლა და ისარგებლოს მთელი რიგი პრივილეგიებით საჭიროა: 

დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge

 

უნივერიტეტების ჩამონათვალში აირჩიოს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: students.eqe.ge/VacancyInfo

 

გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში

 

გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.

 

დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით თბილისის ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას info@openuni.edu.ge და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები.

 

გაეცნოს თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

 

დარეგისტრირდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე და უნივერსიტეტების ჩამონათვალში მონიშნეთ  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი. 

 

წესი/პროცედურა

გაზაფხულის მობილობის ვადები

  • სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა :
    • 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის  18:00 სთ-მდე;

 

  • სტუდენტთამიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა :
    • 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
  • ელექტრონულ პორტალზე მობილობისშედეგების გამოქვეყნების ვადა: 2019 წლის 06    თებერვალი. 

 

 

  • ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადების, სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2019 წლის 06  თებერვლიდან   - 12 თებერვლის  ჩათვლით.

 

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2018-2019  ს/ წლის გაზაფხულის  მობილობისთვის

 

 

საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ადგილების

რ-ბა

წლიური საფასური (ლ)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირება

100

2250

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

ბაკალავრიატი

სატრანსპორტო ლოგისტიკური პროცესების მენეჯმენტი

30

2250

ინჟინერიის ბაკალავრი ტრანსპორტში

ბაკალავრიატი

ტურიზმი

100

2250

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში

ბაკალავრიატი

საერთაშორისო ურთიერთობები

100

2250

სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში

ბაკალავრიატი

ინგლისური ფილოლოგია

60

2250

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

ბაკალავრიატი

ჟურნალისტიკა

100

2250

სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში

ბაკალავრიატი

სამართალმცოდნეობა

100

2250

სამართლის ბაკალავრი

მაგისტრატურა

სისხლის სამართალი

10

2250

სისხლის სამართლის მაგისტრი

მაგისტრატურა

კერძო (ბიზნეს) სამართალი

10

2250

ბიზნეს სამართლის მაგისტრი

მაგისტრატურა

საერთშორისო ურთიერთობები

10

2250

სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში

მაგისტრატურა

ბიზნესის ადმინისტრირება

10

2250

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:  
საბაკალავრო პროგრამებზე 

ჩარიცხვამდე: 

  •  ატესტატი (ასლი)
  •  მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათის ასლი
  •  მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  •  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
  •  განცხადება რექტორის სახელზე

 

ჩარიცხვის შემდეგ:

  •  ატესტატი( დედანი)
  •  სტუდენტის სასწავლო ბარათი
  •  2 ცალი ფოტოსურათი 3X4
  •  წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის)

 

აირჩიე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი!

 

მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2 (ვაკე-საბურთალოს კვეთა);

ტელ: (+995 32) 2402946