ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

 

  1. მკითხველი ვალდებულია, გაეცნოს ბიბლიოთეკასა და სამკითხველო  დარბაზში  მომსახურების წესებს და დაიცვას იგი.
  2. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

3. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტებს;

ბ) უნივერსიტეტის  პერსონალს;

გ) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს;

მუხლი 5. ბიბლიოთეკაში  სტუდენტების  გაწევრიანება

  1. უნივერსიტეტის სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება ბაკალავრიატში  სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის და ბიბლიოთეკის წევრობას ინარჩუნებს  სამაგისტრო პროგრამით  სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც; ასევე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს  შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებითა და სამკითხველო დარბაზით.
  2. სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება ბიბლიოთეკის მკითხველთა ერთიან ბაზაში სარეგისტრაციო ჩანაწერით;
  3. უნივერსიტეტის სტუდენტისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.
  4. მკითხველთა გაწევრება ხდება ელექტრონული ფორმით ბიბლიოთეკის მკითხველთა ბაზაში;

მუხლი 6. ბიბლიოთეკაში  პერსონალის გაწევრიანება

  1. უნივერსიტეტის პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.

 მუხლი 7.  ბიბლიოთეკიდან  წიგნების  გატანა  და  დაბრუნება:

  1. ბიბლიოთეკედან წიგნის გატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე
  2. ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება გაიცეს:
  • წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში;
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები გაზეთები);
  • იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები;
  • ვიდეო და აუდიო მასალები;
  • ლექსიკონები;
  • ენციკლოპედიები;
  1. წიგნის გატანა შესაძლებელია შემდეგი ვადებით
  • სახელმძღვანელო - 1 სემესტრი, თუ გვაქვს საკმარისი რაოდენობა;
  • სახელმძღვანელო -10 დღე, თუ არ გავქვს საკმარისი რაოდენობა;
  • მხატვრული ლიტერატურა 2 თვე;
  • სხვა კატეგორიის წიგნი 14-30 დღე;
  1. ბიბლიოთეკიდან ერთდროულად შესაძლებელია 3-4 წიგნის გატანა. წიგნის გაცემასა და მიღებას აწარმოებს ბიბლიოთეკარი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.  პროგრამაში მითითებულია წიგნის გატანისა და დაბრუნების ვადები;
  2. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ ვადებში დააბრუნოს  წიგნი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადავადება;
  3. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლისას ვრცელდება შემდეგი პირობები:
  • წიგნის დაბრუნების ვადის გადავადება მკითხველს შეუძლია ბიობლიოთეკართან პირადად შეთანხმებით;
  • წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა;
  • წიგნის დაუბრუნებლობის, დაბრუნებით დაგვიანების ან დაზიანების შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი წესები:
  • წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ  მკითხველი ვეღარ შეძლებს  ბიბლიოთეკის სერვისებით სარგებლობას;
  • წიგნის დაბრუნების ვადიდან 30 დღის გასვლის შემდეგ გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად. მკითხველი ვალდებულია, ჩაანაცვლოს დაკარგული ეგზემპლარი იმავე ან მსგავსი თემატიკის ეგზემპლარით;
  1. თუ პირი შემჩნეულია წიგნის ან შესაბამისი მასალის ვადაგადაცილებით დაბრუნებაში შესაძლებელია, უარი ეთქვას ბიბლიოთეკიდან სათანადო  ლიტერატურის  გატანის უფლებაზე;  დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცემა დიპლომი;
  2. დიპლომის ასაღებად ან მობილობით სხვა უნივერსიტეტიში გადასვლისას  სტუდენტი,  სხვა  საჭირო დოკუმენტებთან ერთად,  წარადგენს  ე. წ ,,შემოვლის ბართს,“  რომელიც  დაადასტურებს, რომ  მას არ აქვს  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება;
  3. წიგნის დაბრუნების  ვადის მოახლოებისას  ორი დღით ადრე  ბიბლიოთეკარი  მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას; შეტყობინებლის მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დადგენილი სანქციებისგან;
  • თითოეული წიგნის ღირებულება განსაზღვრულია და დაფიქსირებულია ბუღლატრულ ბალანსზე;

შენიშვნა:  ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას გამონაკლისის სახით შეუძლია,  მოითხოვოს  წიგნის ან/და ბიბლიოთეკიდან გატანილი  სხვა  მასალის  ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია,  გამოთხოვილი მასალა დააბრუნოს  შეტყობინების მიღებიდან  24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში  მკითხველი ჩაითვლება  დავალიანების მქონედ და მასზე გავრცელდება შესაბამისი სანქციები

მუხლი 9. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

  1. ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

 ა) წიგნის გამოყენების შემდეგ თვითნებურად არ დადოს წიგნი თაროზე,

 ბ) წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.

 გ) წიგნის  გადანახვის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი  თხოვნით მიმართავს ბიბლიოთეკარს. გადანახვა შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის ვადით.

  1. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები
  2. წიგნის სარგებლობის შემდეგ იგი უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს;
  3. სამკითხევლო დარბაზში აკრძალულია
  • მოწევა;
  • ხმაური;
  • წიგნის ან სხვა სასწავლო მასალის დაზიანება;
  1. აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს აბონენტისთვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას და დაჯარიმებას.
ბიბლიოთეკა ღიაა მკითხველებისათვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით : დილის 09.00 სთ-დან – 20:00 სთ-მდე. ხოლო შაბათს 10:00 სთ.-დან - 15:00სთ-მდე