ჩვენ შესახებ

085

თბილისის ღია უნივერსიტეტი (თოუ) 2002 წელს დაფუძნდა. საგანმანათლებლო სივრცეში 17- წლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესის და ინჟინერიის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის სკოლები.

2017 წლიდან თოუს უპირატესობებს დაემატა ულტრათანამედროვე ახალი კამპუსი ქალაქის ცენტრში, რომელიც სრულყოფილადაა აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ- ტექნიკური ბაზით. ინფრასტრუქტურასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.

უნივერსიტეტში შექმნილი გარემო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას - აქტიურად ჩაერთონ სწავლასა და კვლევაში. თოუ სტუდენტებს სთავაზობს ენების გაძლიერებულ შესწავლას (ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური) და მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს. სტუდენტისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც ყველა სოციალური ფენის მოქალაქეს აძლევს საშუალებას ისწავლოს და მიიღოს ხარისხიანი განათლება.

თოუს კონფუცის კლასი ჩვენს სტუდენტებს ჩინური ენის შესწავლის და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. კონფუცის კლასი მსოფლიოს 120 ქვეყნის 1000-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. თბილისის ღია უნივერსიტეტი ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კავშირის ნაწილია.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩვენს სტუდენტებს აქვთ საშუალება თავიანთი ინტერესების მიხედვით შექმნან სხვადასხვა სპორტული თუ სახელოვნებო კლუბი და საუნივერსიტეტო სივრცეში, სწავლის პარალელურად, დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გაატარონ.

თოუში ადაპტირებული გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. მრავალფეროვანი სასწავლო ლაბორატორიები, პრაქტიკის კომპონენტებით მდიდარი საგანმანათლებლო პროგრამები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებს სტუდენტებს და რეალურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მათ დასაქმების ბაზარზე“.