085

მისია და ხედვები

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ხედვაა, იყოს ხარისხიანი განათლების მიღების, სამეცნიერო კვლევისა და პროფესიული უნარების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე დაწესებულება, რომელიც მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი მისიაა სტუდენტებს მივცეთ სრულფასოვანი ცოდნა და ყველა საჭირო უნარი, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ

ღირებულებები

  • მეწარმეობა
    რეალობასთან ადაპტირების ნაცვლად, მუდმივი სწრაფვა ცვლილებებისკენ, არსებული საზღვრების მიღმა ხედვა.
  • ინოვაცია
    განსხვავებული და კრეატიული/ქმედითი იდეების მუდმივი ძიება.
  • პატიოსნება
    ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, საქმიანობის წარმართვა სამართლიანობის, ნდობის, გულწრფელობისა და პატივისცემის გზით.
  • სრულყოფილებისკენ სწრაფვა
    განვითარების შესაძლებლობების ძიებისა და ახალი გამოწვევებისკენ სწრაფვის პარალელურად, ვიყოთ საუკეთესოები იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ.