085

საბაკალავრო პროგრამები

  • ბიზნესის ადმინისტრირება


    საგანმანათლებლო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს და ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს მიაწოდოს ბიზნესის ადმინისტრირების კონკურენტუნარიანი ბაკალავრი საბუღალტრო აღრიცხვის/მარკეტინგის/მენეჯმენტის/ფინანსების სფეროში, რომელიც დარგის თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის გამოყენებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ბიზნესის ეთიკური ნორმების დაცვით, მონაწილეობს ფირმის წინაშე მდგომი ლოკალური და საერთაშორისო ამოცანების განხორციელებაში.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია
    ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
    240 კრედიტი / 8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)


    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.
    ლექციის დანიშნულებაა - სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა - ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;

    კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი სასწავლო კურსების სილაბუსებში.

  • ტურიზმი


    ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს და ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს მიაწოდოს ბიზნესის მართვის სფეროში მოღვაწე ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე მაღალზნეობრივი და მაღალკვალიფიცირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები (ბიზნესის ადმინისტრირერების ბაკალავრები ტურიზმში), რომლებსაც ექნებათ ბიზნესში წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. თავიანთი მოღვაწეობით ხელს შეუწყობენ საქართველოში ბიზნესის (ტურიზმის) განვითარებას და ღია, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია
    ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.
    ლექციის დანიშნულებაა - სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა - ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;

  • სატრანსპორტო ლოგისტიკური პროცესების მენეჯმენტი


    საგანმანათლებლო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს და ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს მიაწოდოს სატრანსპორტო ლოგისტიკის მართვის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე მაღალზნეობრივი და მაღალკვალიფიცირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები (ბაკალავრები), რომლებსაც ექნებათ ლოგისტიკაში წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. თავიანთი მოღვაწეობით ხელს შეუწყობენ საქართველოში სატრანსპორტო მომსახურების სფეროს განვითარებას.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია
    ინჟინერიის ბაკალავრი ტრანსპორტში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას.

    პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.
    ლექციის დანიშნულებაა - სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა - ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

    სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;

    კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი სასწავლო კურსების სილაბუსებში.

  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო სა­განმა­ნათ­ლებ­ლო პროგრამა

    “სამართალმცოდნეობის საბაკალავრო სა­განმა­ნათ­ლებ­ლო პროგრამა“, არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, რო­მე­ლიც ორიენტირებულია მოამზადოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

    პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. სა­გან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სა­თა­ნა­დო გამოც­დილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.

    კვალიფიკაცია: 

    სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)

    კრედიტი / ხანგრძლივობა:

    240 კრედიტი / 4 წელი 

    სწავლების ენა:

    ქართული

    მიღების წინაპირობები:

    პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შე­დე­გე­ბის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

     

    სამართლის  საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

    სტუდენტს შესძინოს ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, სამართლის ძირითადი პრინციპების და ღირებულებების შესახებ.

    სტუდენტს გამოუმუშაოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი; სამართლებრივი საკითხების  ანალიზის,  სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის და პოზიციის დასაბუთების უნარები; კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების, უახლესი სასამართლო პრაქტიკის, უახლესი მეცნიერული მიღწევებისადმი ყურადღების მიდევნების უნარი და  სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.

     

    სწავლა-სწავლების მეთოდები:

    სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი და წე­რითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; გამოიყენება ისეთი  მეთოდები, როგორიცაა: ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); შემთხვევის ანალიზი (Case study) ; გონებრივი იერიში (Brain storming);როლური და სიტუაციური თამაშები; დემონსტრირების მეთოდი და სხვა მეთოდები.

     

    მიღწევების შეფასება:

    სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის მიერ გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შე­მად­გე­ნელ ელე­მენტს - შუა­ლე­დურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს.

    შუალედური შეფასებას შეადგენს ყოველკვირეული აქტივობა - სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა, შუალედური გამოცდა, თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის შემაჯამებელი ნაშრომი (რეფერატი/ესე/პროექტი/პრეზენტაცია ან სხვა). თითოეულ ელემენტს აქვს თავისი პროცენ­ტული წილი შეფასების საერ­თო სისტემაში. შეფასების ფორმები და მათი ხვედრითი წილი ასახულია ყოველი სასწავლო კურსის სილაბუსში.

  • ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისთვის ბაკალავრის საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე.

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (ინგლისური ენისა და ლიტერატურის)და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით.

    პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევასა და სწავლის შედეგად ბაკალავრის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების თანმიმდევრობა, მათი ევოლუცია განსაზღვრავს პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას და აისახება სასწავლო გეგმაში.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლის ხანგრძლივობა/კრედიტები
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას)/240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით, აგრეთვე პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადებად პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილში მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი.

  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის კვალიფიკაციის (სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამო-ყალიბება მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული, სხვადასხვა კომპონენტების სინთეზის საფუძველზე.

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ჟურნალისტიკის სპეციალობის კომპეტენციები) და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტებისმეშვეობით.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში


    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლისუფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონეპირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლის ხანგრძლივობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედანსტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიულიგააზრება, განზოგადებადაპრობლემურდონეზეგანხილვადა სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზემიღებულიცოდნისგაღრმავებადადაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი , როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურიმუშაობისმეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი;

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    საერთაშორისო ურთიერთობები

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ისეა აგებული, რომ სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის როგორც ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების, ისე ამ დარგის ცალკეული სუბ-დისციპლინების შესახებ. პროგრამა ასევე მოიცავს დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელ სასწავლო კომპონენტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაკალავრს უყალიბდება ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მას შრომით ბაზართან ადაპტაციისა და პროფესიული ორიენტაციის საშუალებას მისცემს.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლისხანგრძლივობა/კრედიტების რაოდენობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას,)/ 240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას.

    პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი.

  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის კვალიფიკაციის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში) შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრულია ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნისა და დამხმარე (ხელშემწყობი) ცოდნის განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით. ძირითადი ცოდნის საკითხებს მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროსთან დაკავშირებული სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები, აგრეთვე სავალდებულო პრაქტიკა და საბაკალავრო ნაშრომი სპეციალობაში. დამხმარე ცოდნის საკითხებს მოიცავს ბაკალავრის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო (სავალდებულო და არჩევითი) სასწავლო კურსები და ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტი, აგრეთვე თავისუფალი სასწავლო კურსები. საბაკალავრო პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევაზე და სწავლის შედეგად ბაკალავრის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების ლოგიკური თანმიმდევრობა და ევოლუცია განსაზღვრავს საბაკალავრო პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას და აისახება სასწავლო გეგმაში.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლისხანგრძლივობა/კრედიტების რაოდენობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას,)/ 240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სასწავლო პროგრამა განხორციელდება ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის აუცილებელი პროფესიული ცოდნის მიღებას და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

    პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით; წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით; თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

    სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

    • დისკუსია/დებატები
    • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
    • შემთხვევის ანალიზი (Case study)
    • გონებრივი იერიში (Brain storming)
    • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
    • პრეზენტაცია და სხვ.

    სასწავლო პროცესში შესაძლებელია ამა თუ იმ მეთოდის კომბინირება, შე-დეგად სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი, ხოლო სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართულობა უფრო აქტიური, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში სტუდენტთა შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას სტუდენტები ეჩვევიან ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას; მიზნების დასახვას და მათი მიღწევის ადეკვატური გზებისა და მეთოდების გამოყენებას; შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივ დაგეგმვასა და დროის ორგანიზებას; საჭირო ინფორმაციის მოპოვებისთვის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და საბიბლიოთეკო ფონდის აქტიურ გამოყენებასა და მოძიებული ინფორმაციის ანალიზს; დასკვნებისა და მოსაზრებების ჩამოყალიბება-დასაბუთებას, ვერბალურ/წერით კომუნიკაციას, დასკვნებისა და მოსაზრებების არგუმენტირებულ დაცვას.

    კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი მოცემული სასწავლო კომპონენტის სილაბუსში.

  • სამკურნალო საქმე (ინგლისურენოვანი)

    პროგრამის სტრუქტურა: სამკურნალო საქმის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია დიპლომირებული მედიკოსის საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციების მიღწევის უზრუნველყოფაზე, რომლის განხორციელება შესაძლებელია პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კომპონენტების შესწავლის შედეგად მიღწეული ცოდნისა და უნარების სინთეზის საფუძველზე. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული დიპლომირებული მედიკოსის დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიპლომირებული მედიკოსის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი (სპეციალობის) ცოდნისა და დმხმარე (ხელშემწყობი) ცოდნის სასწავლო კომპონენტების მეშვეობით. ძირითადი ცოდნის საკითხებს მოიცავს დიპლომირებული მედიკოსის სფეროსთან დაკავშირებული სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები. დამხმარე ცოდნის საკითხებს მოიცავს დიპლომირებული მედიკოსის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო (სავალდებულო და არჩევითი) სასწავლო კურსები და ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტი, ან თავისუფალი სასწავლო კურსები. სამკურნალო საქმის (ინგლისურენოვანი) პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევაზე და სწავლის შედეგად დიპლომირებული მედიკოსის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    დიპლომირებული მედიკოსი

    სწავლების ენა:
    ინგლისური

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე უტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში რომელიც უნდა აკმაყოფილებლედს B2 დონეს, ასევე ჩაუტარდებათ ტესტირება საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია) რომელებშიც პირმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

    კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
    360 კრედიტი/ 12 სემესტრი (სემესტრიმოიცავს 20კვირას)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომიტებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით.

  • სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)

    სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია დიპლომირებული სტომატოლოგის საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციების მიღწევის უზრუნველყოფაზე, რომლის განხორციელება შესაძლებელია პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კომპონენტის შესწავლის შედეგად მიღწეული ცოდნისა და უნარების სინთეზის საფუძველზე, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს შესაბამისად. დიპლომირებული სტომატოლოგის მომზადება მიმდინარეობს დარგობრივი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით, ამასთანავე პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ზოგადი კომპეტენციების შემეცნების საშუალებას. პროგრამა ასევე მოიცავს დიპლომირებული სტომატოლოგის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო (სავალდებულო და არჩევით) სასწავლო კურსებს, პროფესიული ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტს და თავისუფალ სასწავლო კურსს. დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევაზე და სწავლის შედეგად დიპლომირებული სტომატოლოგის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების ლოგიკური თანმიმდევრობა და ევოლუცია განსაზღვრავს დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას, რაც ასახულია სასწავლო გეგმაში. 

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    დიპლომირებული სტომატოლოგი
    სწავლების ენა:
    ინგლისური

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად. 

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე უტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც უნდა აკმაყოფილებლედს B2 დონეს, ასევე ჩაუტარდებათ ტესტირება საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია), რომელებშიც პირმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 

    სწავლის ხანგრძლივობა
    10 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20კვირას)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომიტებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით.