ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა

085

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა მსოფლიოში აპრობირებული მოწინავე გამოცდილების გაზიარებითა და ეროვნული თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით, ემსახურება მაღალპროფესიონალი კადრების მომზადებას.

ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და ინჟინერიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც შემუშავდა და ხორციელდება სკოლაში, აყალიბებენ მართვის სფეროში დივერსიფიცირებული ცოდნის სპეციალისტებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

სკოლის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი მუდმივად ზრუნავს მართვის ინოვაციური და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების საფუძველზე დაამკვიდროს განათლების მაღალი სტანდარტები, პერმანენტულად განაახლოს სწავლების მეთოდოლოგია, განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები და, ზოგადად, შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო სასწავლო გარემო.

ბიზნესის და ინჟინერიის სკოლაში მოქმედი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკის კომპონენტის გაღრმავებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სწავლის მეთოდების გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში, რომლებიც მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი სტუდენტები იღებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებული ანალოგიური პროგრამების გაზიარებით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი პროფესორებისაგან.
სტუდენტებს აქვთ საშუალება საფუძვლიანად დაეუფლონ უცხო ენებს, რათა სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ეფექტურად შეძლონ უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენება.

ჩვენი ძლიერი მხარეა კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა.