085

არაფორმალური განათლება:

თანამედროვე ცხოვრებაში   დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას. კარიერული ცენტრი იყენებს შიდა თუ გარე რესურსებს  და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კურიკულუმის პარალელურად შემოთავაზებულ  აქტივობებსა თუ ღონისძიებებში (საჯარო ლექციები, დისკუსიები, სხვადასხვა პროგრამა), რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებასა და  სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება.

ტრენინგები:

ცენტრი სხვადასხვა ტიპის ტრენინგსა და კურსს სთავაზობს როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

სტაჟირება/გაცვლითი პროგრამები :

სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ სხვადასხვა ადგილობრივ  სტაჟირებასა  თუ გაცვლით პოგრამაში.

საკონსულტაციო სერვისი:

ცენტრში მოქმედებს საკონსულტაციო დღეები, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ კარიერული ცენტრის  კონსულტაციის სერვისით, რაც კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს მოიცავს; მათ საშუალება აქვთ გაეცნონ რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის, ავტობიოგრაფიის შედგენის პრინციპებს, შრომის ბაზარზე არსებულ  ვაკანსიებსა თუ მიმდინარე ტენდენციებს.

ჩვენი დამსაქმებლები

კონტაქტი:
ირინა მარგიშვილი
ტელ: (+995 32) 2402946 (* 501)
ელ-ფოსტა: [email protected]