TOU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.
ცენტრის მიზნებში ასევე შედის კურსდამთავრებულებთა განვითარების პროგრამა (Alumni Program), რომელიც მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული; ასევე უწყვეტი განათლების ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების, სხვადასხვა პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის/კურსების შეთავაზება.
დაეხმაროს სტუდენტებს, შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით, ზოგადი უნარების განვითარებაში, როგორიცაა
გასაუბრების ტექნიკა, სამოტივაციო წერილის, რეზიუმეს დაწერა, თვითპრეზენტაცია და ა.შ.
სტუდენტების
ინფორმირება შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე; მათთვის სამუშაო ადგილების მოძიება
და შეთავაზება;
სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და
თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და კარიერის სწორად წარმართვაში. სტუდენტებთან პირადი თუ
ჯგუფური შეხვედრების გამართვა;
დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით
კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დამსაქმებელთა ბაზის შექმნა,
სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმის გამართვა და ა.შ
დამსაქმებლებთან
თანამშრომლობა, მათთან მემორანდუმების გაფორმება და სხვადასხვა შეხვედრის გამართვა, რაც მიზნად ისახავს
სტუდენტების დასაქმების, პრაქტიკასა და სტაჟირების ხელშეწყობას;
სტაჟირებისა და
პრაქტიკების ორგანიზებას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;
უწყვეტი განათლების
სისტემის დანერგვას, რაც გულისხმობს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას; ტრენინგებისა და სემინარების
შეთავაზებას;
კურსდამთავრებულებთან უწყვეტი კონტაქტის ქონა, მათთან შეხვედრების
ორგანიზება და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა.