აკადემიური რეგისტრაციის დროს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირების შემთხვევაში, სტუდენტი ირჩევს მიმდინარე სემესტრში გასავლელ სასწავლო კურსებს საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმაში შემავალი ყველა კომპონენტიდან, კერძოდ:
რეკომენდებულია პირველ რიგში სტუდენტმა აირჩიოს მიმდინარე სემესტრის სავალდებულო სასწავლო კურსები, უცხო ენის მომდევნო დონის კურსი, სავალდებულო კურსები, რომელშიც ვერ მიიღო დადებითი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მხოლოდ შემდეგ არჩევითი კურსები.
რეკომენდებული საგნები აკადემიური რეგისტრაციის გვერდზე აღნიშნულია 👍 სიმბოლოთი
პროგრამის სავალდებულო საგნები აღნიშნიშნულია ლურჯი ფერით
საგნები, რომელშიც ვერ მიიღო დადებითი შეფასება აღნიშნულია × სიმბოლოთი
რეკომენდებულია არჩევანის გაკეთებამდე სტუდენტი გაეცნოს:
აკადემიური რეგისტრაციის ველი შედგება 3 პანელისგან / ტაბისგან
თითოეული პანელი მოიცავს ინფორმაციას საგანთა ბლოკის/მოდულის, საგნების კრედიტის და თითოეული საგნის შესწავლის წინაპირობების შესახებ, ასევე საგანთა ანოტაციებს, საგანთა არჩევის და გაუქმების ღილკებს.
თითოეულ პანელზე სტუდენტის მიერ დარეგისტრირებული საგნები გამოდის „არჩეული საგნები“-ს პანელზე.
არჩეული საგნების გაუქმება შესაძლებელია როგორც შესაბამისი საგნის, ასევე არჩეული საგნების პანელიდან, აკადემიური რეგისტრაციის დასრულებამდე.
გაითვალისწინეთ: სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ გასავლელ კომპონენტებს თქვენი პროგრამის, სემესტრის, ადრე გავლილი თუ აღიარებული სასწავლო კურსების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომელიმე კომპონენტზე მიმდინარე სემესტრში არ იქნათ დაშვებული, რაც არ არის პროგრამული ხარვეზი, არამედ თქვენი პროგრამის თავისებურებებით არის გამოწვეული.
ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს სემესტრში 30 კრედიტის გავლას, შესაბამისად თქვენ მიერ არჩეული საგნების ჯამმა უნდა შეადგინოს 30 კრედიტი
განსხვავებული მოცულობის საგნების არჩევის გამო, შესაძლებელია არჩეული საგნების მოცულობა იყოს მაქსიმუმ 2 კრედიტით მეტი ან ნაკლები 30-ზე, შესაბამისად, არჩეული საგნების მოცულობა დასაშვებია მერყეობდეს 28-32 კრედიტს შორის
სტუდენტებმა, რომელთაც სურთ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობა (დამატებითი სასწავლო კურსების გავლა 30 კრედიტს ზემოთ) უნდა მიმართონ თავიანთ სასწავლო პროცესის მენეჯერს (აკადემიურ კონსულტანტს) აკადემიური რეგისტრაციის ვადებში. აღნიშნული დამატებითი კრედიტების არჩევა ელექტრონულად შეუძლებელია.
რეკომენდებულია (თუ სტუდენტი არ ირჩევს შეთავაზებულ ტიპურ გეგმას), სტუდენტმა პირველ რიგში აირჩიოს სავალდებულო საგნები მისი ძირითადი მიმართულების/ სპეციალობის პროგრამიდან.
ძირითადი პროგრამის სავალდებულო საგნები აღნიშნულია ლურჯი ფერით.
რეკომენდებული საგნები აკადემიური რეგისტრაციის გვერდზე აღნიშნულია 👍 სიმბოლოთი.
უნივერსიტეტი გირჩევთ პირველ რიგში აირჩიოთ რეკომენდებული საგნები, ასევე აღსადგენი საგნები ძირითადი პროგრამის სავალდებულო კომპონენტიდან.
აღნიშნული საგნების არ არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია მომავალ სემესტრებში გაგირთულდეთ იმ საგნების არჩევა, რომელთა შესწავლის წინაპირობას მიმდინარე სემესტრის რეკომენდებული ან წინა სემესტრების აღსადგენი სავალდებულო საგნები წარმოადგენს.
აღსადგენი არჩევითი კურსის ნაცვლად დასაშვებია სხვა არჩევითი კურსის არჩევა იმავე მოდულიდან.
კურსის არჩევისთვის დააჭირეთ მწვანე ღილაკს „არჩევა“ და ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ლექტორი (მოცემულ სასწავლო კურსზე რამოდენიმე ლექტორის არსებობის შემთხვევაში), სასწავლო დღე და დრო.
უცხო ენის ბლოკში მოყვანილია იმ უცხო ენის საგნები, რომელ ენასაც გადიოდა სტუდენტი წინა სემესტრიდან.
უცხო ენის სასწავლო კურსების თანმიმდევრობა შემდეგნაირია:
უცხო ენა 1 -> უცხო ენა 2 -> უცხო ენა 3 -> უცხო ენა 4 -> უცხო ენა 5 (დარგობრივი ენა 1) -> უცხო ენა 6 (დარგობრივი ენა 2)
სტუდენტმა, აღნიშნული თანმიმდევრობის გათვალისწინებით, უნდა აირჩიოს მის მიერ ბოლოს ჩაბარებული შემდეგი დონის უცხო ენის კურსი.
გაითვალისწინეთ: იგივე ან უფრო დაბალი დონის ენის კურსის არჩევის შემთხვევაში, აკადემიური რეგისტრაციის შემდეგ არჩევანი გაგიუქმდებათ.
სპეციალობის მოდულის არჩევაზე სტუდენტი დაიშვება V (შესაბამისი) სასწავლო სემესტრიდან.
წინა სემესტრის სასწავლო კურსებზე რეგისტრირებულ სტუდენტებს მოდულის არჩევის ველი არ გამოუჩნდება.
არჩევანის გაკეთებამდე სტუდენტს შეუძლია გაეცნოს თითოეულ მოდულში შემავალი სასწავლო კურსების ჩამონათვალს. მოდულში შეთავაზებულია როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითი კურსები,
კონკრეტული მოდულის არჩევის შემდეგ, მოდულის საგნების არჩევა ხდება ძირითადი საგნების არჩევის წესის იდენტურად.
რეკომენდებულია სტუდენტმა აირჩიოს მოდულის სავალდებულო და არჩევითი საგნები იმ ოდენობით, როგორც ეს გათვალისწინებულია პროგრამის სასწავლო გეგმით:
სხვა რაოდენობის საგნების არჩევის შემთხვევაში, მათი კრედიტების ლიმიტი განისაზღვრება პროგრამის სხვა, აურჩეველი კომპონენტების კრედიტების ხარჯზე (მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს მოდულის მეტ საგანს სპეციალობის სავალდებულო საგნების კრედიტების ხარჯზე, მომავალ სემესტრში მან უნდა აირჩიოს შესაბამისად, მეტი რაოდენობის სპეციალობის საგნები უკვე კმოდულის საგნების კრედიტების ხარჯზე და პირიქით)
სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს მოდულში შემავალი საგნები თავისუფალი კრედიტების ხარჯზე - ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ სასწავლო სემესტრზეა რეგისტრირებული სტუდენტი. მოდულის საგნების დამატებით - როგორც თავისუფალი კრედიტების - ასარჩევად, თავისუფალ კრედიტების პანელში უნდა აარჩიოთ თქვენი ძირითადი სპეციალობის პროგრამა და გამოტანილი ჩამონათვალიდან აირჩიოთ სასურველი საგნები.
თავისუფალი კრედიტი - არის სტუდენტის სურვილის შესაბამისად, ნებისმიერი პროგრამიდან ასარჩევი სასწავლო კურსი
თავისუფალი კრედიტის კომპონენტს ითვალისწინებს ყველა საბაკალავრო პროგრამა, სხვადასხვა სემესტრში, პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე - 5 კრედიტიდან 60 კრედიტამდე ოდენობით.
თავისუფალი კრედიტების რაოდენობა შესაძლებელია შემცირდეს თუ:
თავისუფალი კრედიტების არჩევის პანელში სტუდენტისთვის შეთავაზებული საგნები დაჯგუფებულია ყველა სპეციალობის საგნების მიხედვით. სხვა უცხო ენების საგნები განთავსებულია ჯგუფში „უცხო ენა“. სხვა საგნები განთავსებულია პანელში „სხვადასხვა“.
სტუდენტს შეუძლია თავისუფალი კრედიტების ლიმიტის ფარგლებში აირჩიოს როგორც თავისი სპეციალობის არჩევითი ან მოდულის საგნები ამ საგნებისთვის პროგრამით განსაზღვრულ ლიმიტის ზემოთ, ასევე სხვა ნებისმიერი პროგრამის საგნები, კონკრეტული საგნის შესწავლის წინაპირობის დაცვით.
გთხოვთ საგნის არჩევამდე ყურადღებით გაეცნოთ მის ანოტაციას, აგრეთვე, შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა გავლილი საგნის შესწავლის წინაპირობა.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას ირჩევენ III, ხოლო სამაგისტრო ნაშრომს - IV სემესტრში.
პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის კრედიტები ავტომატურად აკლდება შესაბამისი სემესტრის სტუდენტების მიერ აკადემიური რეგისტრაციის დროს ასარჩევი კრედიტების ოდენობას.
აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი არ ირჩევს პრაქტიკასა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომს, ეს კომპონენტები მას ავტომატურად უგენერირდება
საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების თემებისა და პრაქტიკის ობიექტების არჩევა სტუდენტებს შეეძლებათ აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირველი სასწავლო კვირის განმავლობაში.
საგნები, რომელშიც ვერ მიიღო დადებითი შეფასება აღნიშნულია × სიმბოლოთი
უნივერსიტეტი გირჩევთ, სავალდებულო საგნების, რომელშიც ვერ მიიღეთ დადებითი შეფასება. გავლას ამავე სემესტრში, ვინაიდან ხშირია შემთხვევა, როდესაც სავალდებულო საგანი არის სხვა რამდენიმე სავალდებულო ან არჩევითი საგნის შესწავლის წინაპირობა, რომელთა არჩევას, შესაბამისად ვერ შეძლებთ, აღნიშნული კი საფრთხეს შეუქმნის პროგრამის გეგმიურ, 4 წლიან ვადაში დასრულების შესაძლებლობას.
თუ სურვილი გაქვთ საგნები, რომელშიც ვერ მიიღეთ დადებითი შეფასება, გაიაროთ გეგმიურად გასავლელი 30 კრედიტის საგნების პარალელურად, იხილეთ ინსტრუქციის შემდეგი თავი.
ყველა პროგრამით გათვალისწინებული გეგმური სემესტრული დატვირთვა არის საშუალოდ 30 კრედიტი.
არჩეული საგნების თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია სემესტრულად გასავლელი საგნების რაოდენობა მერყეობდეს 28 კრედიტიდან 32 კრედიტამდე, რის არჩევის საშუალებასაც პროგრამა შეუზღუდავად გაძლევთ.
სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით და დამატებით გაიაროს საგნები დამატებითი 15 კრედიტამდე (45 კრედიტამდე სემესტრში, მაგრამ არა უმეტეს წელიწადში 75 კრედიტისა)
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს დეკანატს, გადაიხადოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების საფასური, და შემდეგ მიმართოს სასწავლო ბაზის ადმინისტრატორებს, რომლებიც გაუაქტიურებენ პროგრამაში სემესტრში 32 კრედიტზე მეტის არჩევის ფუნქციონალს.
აკადემიური რეგისტრაციის დროს დაკავშირებული შეკითხვების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტის ცხელ ხაზს სატელეფონო ნომერზე 2402946 და შიდა ნომერი 202, ან გაიაროთ ელექტრონული კონსულტაცია emis.openuni.edu.ge -ს მიმოწერის/მესენჯერის გამოყენებით.
სასწავლო კურსების არჩევასთან, დაკავშირებული შეკითხვების შესახებ უნდა მიმართოთ თქვენ სასწავლო პროცესის მენეჯერს:
რეგისტრაციის დროს წარმოშობილ ტექნიკურ პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორებს ტელეფონით 2402946 და შიდა ნომერი 201 ან პირადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს (ოთახი #210) .