კონფუცის კლასს დაეწერება კონფუცის ინსტიტუტი
კონფუცის ინსტიტუტი - ესაა არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
კონფუცის ინსტიტუტების ქსელი დაახლოებით 1000 სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს. ის მსოფლიოს 120 ქვეყანაშია წარმოდგენილი და TOU ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია.
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა სრული დაფინანსებით. TOU-ს არაერთი სტუდენტი წარმატებით იყენებს ამ შანსს და განათლების მიღებას ჩინეთში, პეკინის ან ლანჯოუს პრესტიჟულ უნივერსიტეტში აგრძელებს.
TOU-ს კონფუცის ინსტიტუტში ჩინური ენის შესწავლა ასევე სკოლის მოსწავლეებს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. კონფუცის ენას ჩინელი პედაგოგები ასწავლიან, რომელთაც ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.
TOU-ს კონფუცის ინსტიტუტი გთავაზობთ:
მეცადინეობის საათები:
ჩინური ენის კურსებზე დასწრება შესაძლებელია შუადღეზე და საღამოს, სტუდენტის სალექციო განრიგის გათვალისწინებით.
დაშვების კრიტერიუმები:
კონფუცის ინსტიტუტის კარი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
საკონტაქტო პირი: უჩა მეტრეველი
ტელეფონი: 571197776
ელ. ფოსტა: [email protected]