Bachelor Program

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა

ღია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ღია უნივერსიტეტი მიიღებს პირველკურსელებს შემდეგ პროგრამებზე:

თოუს საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ჩასაბარებლი საგნები ადგილების რ-ბა წლიური საფასური
ბიზნესის ადმინისტრირება ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა 500 2490ლ
ტურიზმი ქართული ენა და
ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
500 2490ლ
ჟურნალისტიკა ქართული ენა და
ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
300 2250ლ
ინგლისური ფილოლოგია ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია 300 2250ლ
საერთაშორისო ურთიერთობები ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა 300 2490ლ
სამართალმცოდნეობა ქართული
ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
500 2490ლ

ჩარიცხვის პროცედურა:
აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს ღია უნის განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული

აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.


აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოხვდება რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში უნივერსიტეტისადმი არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს ღია უნის ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.

საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე
ელ. ფოსტა: [email protected]du.ge
ტელ: 2 40 29 46