Master Program

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის აუცილებელი პირობები:

 თოუს  ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება.

ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში და  გამოცდა უცხოურ  ენაში)

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც.  ამასთან, თბილისის ღია უნივერსიტეტი  არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში  და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3  ნაწილში უნდა იქნეს გადალახური ზღვარი.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი.

ჩარიცხვის პროცესში უნივერსიტეტი  ბარიერგადალახულ  აპლიკანტებს  სამაგისტრო პროგრამაზე რიცხავს  მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა - A, B და C - ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

თოუს საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება მისანიჭებელი კვალიფიკაცია ტესტის ტიპი ადგილების რ-ბა წლიური საფასური
სისხლის სამართალი სისხლის სამართლის მაგისტრი C 40 2490ლ
კერძო (ბიზნეს)  სამართალი ბიზნეს  სამართლის მაგისტრი C 70 2490ლ
ბიზნესის ადმინისტრირება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი B 70 2250ლ
საერთაშორისო ურთიერთობები სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში A 40 2250ლ
ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი A 20 4950ლ



ჩარიცხვის პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მომართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
  • დიპლომის დანართი (ასლი).


სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერისტეტო გამოცდები.
გამოცდა სპეციალობაში (იხილეთ ტესტის ნიმუშები):

ტარდება გასაუბრების სახით. სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი , მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, ხოლო რეგულირებადი სპეციალობების შემთხვევაში მოწმდება ასევე დარგის ცოდნა.
გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება ტესტირების ფორმით და კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს ენის ცოდნა B2 დონეზე.
იხილეთ ტესტის ნიმუში:

საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე
ელ. ფოსტა:[email protected]
ტელ: 2 40 29 46