085

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა

ღია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.


რა პროგრამებზე აცხადებს უნივერსიტეტი მიღებას 2021 წელს? 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ღია უნივერსიტეტი მიიღებს პირველკურსელებს შემდეგ პროგრამებზე:

თოუს საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ჩასაბარებლი საგნები ადგილების რ-ბა წლიური საფასური
ბიზნესის ადმინისტრირება ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა 350 2490ლ
ტურიზმი ქართული ენა და
ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
350 2490ლ
ჟურნალისტიკა ქართული ენა და
ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
200 2250ლ
ინგლისური ფილოლოგია ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია 200 2250ლ
საერთაშორისო ურთიერთობები ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა 220 2490ლ
სამართალი ქართული ენა
და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა
350 2490ლ
სამკურნალო საქმე (ინგლისურენოვანი) სავალდებულო საგნები: ქართული ენა
და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ბიოლოგია; არჩევითი საგნები: ფიზიკა/მათემატიკა/ქიმია
40 4950ლ


მიღება ცხადდება ქართულ ენაში მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე:

პროგრამა სწავლის წლიური საფასური მისაღები ადგილების რ-ბა ჩასაბარებელი საგანი
ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვანთათვის 2250 ლარი 108 ადგილი ზოგადი უნარები (აზერ)
ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის 2250 ლარი 22 ადგილი ზოგადი უნარები (სომხ)
ქართულ ენაში მომზადება აფხაზურენოვანთათვის 2250 ლარი 22 ადგილი აფხაზური ენა
ქართულ ენაში მომზადება ოსურენოვანთათვის 2250 ლარი 22 ადგილი ოსური ენა

როგორია ჩარიცხვის პროცედურა?

აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს ღია უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე ადგილზე ან ავსებს ელექტრონულად განაცხადს უნივერსიტეტის ვებგვერდიდან (იხ. ლინკიhttps://tou1.ini.ge/online-register/start) და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

თუ რეგისტრაციის პერიოდში არ მაქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი (ან სამხედრო მიწერის მოწმობა) მეძლევა თუ არა ჩარიცხვის შესაძლებლობა?

აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული აბიტურიენტი, რომელიც ვერ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში  მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.


თუ ვერ მივმართე უნივერსიტეტს რეგისტრაციის ვადებში, ვკარგავ ჩარიცხვის შესაძლებლობას?

აბიტურიენტი, რომელიც რეგისტაციის ვადებში არ მიმართავს უნივერსიტეტს და შესაბამისად ვერ მოხვდება რექტორის ბრძანებაში, უფლებამოსილია, ჩარიცხვის შესახებ განცხადება წარმოადგინოს რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.

 

საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე

ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 40 29 46