2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი იხ.https://naec.ge/uploads/postData/20-20/magistrebi/GZAMKVLEVI-11-MAISI.pdf
2020 წელს თბილისის ღია უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
საფეხური | საგანმანათლებლო პროგრამა | წლიური საფასური (ლარი) | მისაღები ადგილების რ-ბა |
მაგისტრატურა | სისხლის სამართალი | 2490ლ | 50 |
მაგისტრატურა | კერძო (ბიზნეს) სამართალი | 2490ლ | 50 |
მაგისტრატურა | ბიზნესის ადმინისტრირება | 2490ლ | 50 |
მაგისტრატურა | საერთაშორისო ურთიერთობები | 2490ლ | 50 |
მაგისტრატურა | ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება | 2950ლ | 50 |
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც. ამასთან, თბილისის ღია უნივერსიტეტი არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3 ნაწილში უნდა იქნეს გადალახული ზღვარი.
გასათვალისწინებელია, რომ სამართლის მიმართულებით (კერძო (ბიზნეს) სამართალი; სისხლის სამართალი) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის წინაპირობას წარმოადგენს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი.
ჩარიცხვის პროცესში უნივერსიტეტი ბარიერგადალახულ აპლიკანტებს სამაგისტრო პროგრამაზე რიცხავს მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდების შედეგების მიხედვით.
ჩარიცხვის პროცედურა
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მომართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერისტეტო გამოცდები.
გამოცდა სპეციალობაში (იხილეთ ტესტის ნიმუშები):
ტარდება გასაუბრების სახით. სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი , მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, ხოლო რეგულირებადი სპეციალობების შემთხვევაში მოწმდება ასევე დარგის ცოდნა.
გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება ტესტირების ფორმით და კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს ენის ცოდნა B2 დონეზე.
იხილეთ ტესტის ნიმუში:
საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 40 29 46