ქართულ ენაში მომზადება

085

ქართულ ენაში მომზადება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს:

  • საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დაამთავრა არაქართულენოვანი (აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ, რუსულ) სკოლა და ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადალახა მინიმალური ზღვარი ზოგად უნარებში მშობლიურ ენაზე ტესტირებისას
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს უგამოცდოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

სწავლის ხანგრძლივობა/კრედიტები
2 სემესტრი (სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდ(ებ)ის ჩატარებისა და მათში სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს

სწავლის შედეგები:
სტუდენტი ფლობს ქართულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმნეტით განსაზღვრული B1+ დონის დესკრიპტორების თანახმად და:

  • შედარებით ვრცელ მოსასმენ და წერილობით ტექსტში (ვიდეო/აუდიოჩანაწერი, ლექცია, მოხსენება, სტატია, კვლევა, ანგარიში) ამოიცნობს ძირითად იდეებს, არგუმენტებს, დასკვნებს; ახარისხებს მოსაზრებებს; ადგენს ტექსტის შესასრულებელ ამოცანასთან შესაბამისობას, აფასებს წყაროებს.
  • ქმნის შედარებით მარტივ ზეპირ და წერილობით ტექსტს ყოფითი და აკადემიური მიზნებისთვის (განცხადება, წერილი, პრეზენტაცია, მოხსენება, ესე, რეფერატი და სხვ.)შესაბამისი ენობრივი სტილისა და სტრუქტურის გამოყენებით; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, ერთვება დისკუსიაში.
  • ამოიცნობს და იყენებს ქართული კულტურის მახასიათებელ ვერბალურ და არავერბალურ ელემენტებს; პატივს სცემს და ღიაა სხვა კულტურის მიმართ. შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით საკუთარი სწავლის დაგეგმვა და მართვა; ავტონომიურად იუმჯობესებს ენობრივ კომპეტენციებს.