ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

085

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  • ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამები
  • ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

    ინგლისური ფილოლოგია

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისთვის ბაკალავრის საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე.

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (ინგლისური ენისა და ლიტერატურის)და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით.

    პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევასა და სწავლის შედეგად ბაკალავრის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების თანმიმდევრობა, მათი ევოლუცია განსაზღვრავს პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას და აისახება სასწავლო გეგმაში.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლის ხანგრძლივობა/კრედიტები
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას)/240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით, აგრეთვე პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადებად პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილში მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი.

  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

    ჟურნალისტიკა

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის კვალიფიკაციის (სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამო-ყალიბება მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული, სხვადასხვა კომპონენტების სინთეზის საფუძველზე.

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ჟურნალისტიკის სპეციალობის კომპეტენციები) და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტებისმეშვეობით.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში


    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლისუფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონეპირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლის ხანგრძლივობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედანსტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიულიგააზრება, განზოგადებადაპრობლემურდონეზეგანხილვადა სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზემიღებულიცოდნისგაღრმავებადადაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი , როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურიმუშაობისმეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი;

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    საერთაშორისო ურთიერთობები

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ისეა აგებული, რომ სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის როგორც ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების, ისე ამ დარგის ცალკეული სუბ-დისციპლინების შესახებ. პროგრამა ასევე მოიცავს დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელ სასწავლო კომპონენტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაკალავრს უყალიბდება ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მას შრომით ბაზართან ადაპტაციისა და პროფესიული ორიენტაციის საშუალებას მისცემს.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლისხანგრძლივობა/კრედიტების რაოდენობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას,)/ 240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას.

    პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი.

  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

    პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის კვალიფიკაციის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში) შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრულია ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნისა და დამხმარე (ხელშემწყობი) ცოდნის განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით. ძირითადი ცოდნის საკითხებს მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროსთან დაკავშირებული სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები, აგრეთვე სავალდებულო პრაქტიკა და საბაკალავრო ნაშრომი სპეციალობაში. დამხმარე ცოდნის საკითხებს მოიცავს ბაკალავრის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო (სავალდებულო და არჩევითი) სასწავლო კურსები და ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტი, აგრეთვე თავისუფალი სასწავლო კურსები. საბაკალავრო პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევაზე და სწავლის შედეგად ბაკალავრის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების ლოგიკური თანმიმდევრობა და ევოლუცია განსაზღვრავს საბაკალავრო პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას და აისახება სასწავლო გეგმაში.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

    სწავლების ენა:
    ქართული

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

    სწავლისხანგრძლივობა/კრედიტების რაოდენობა
    8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას,)/ 240 კრედიტი

    სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
    სასწავლო პროგრამა განხორციელდება ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის აუცილებელი პროფესიული ცოდნის მიღებას და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

    პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით; წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით; თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.

    ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

    სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

    • დისკუსია/დებატები
    • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
    • შემთხვევის ანალიზი (Case study)
    • გონებრივი იერიში (Brain storming)
    • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
    • პრეზენტაცია და სხვ.

    სასწავლო პროცესში შესაძლებელია ამა თუ იმ მეთოდის კომბინირება, შე-დეგად სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი, ხოლო სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართულობა უფრო აქტიური, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში სტუდენტთა შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას სტუდენტები ეჩვევიან ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას; მიზნების დასახვას და მათი მიღწევის ადეკვატური გზებისა და მეთოდების გამოყენებას; შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივ დაგეგმვასა და დროის ორგანიზებას; საჭირო ინფორმაციის მოპოვებისთვის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და საბიბლიოთეკო ფონდის აქტიურ გამოყენებასა და მოძიებული ინფორმაციის ანალიზს; დასკვნებისა და მოსაზრებების ჩამოყალიბება-დასაბუთებას, ვერბალურ/წერით კომუნიკაციას, დასკვნებისა და მოსაზრებების არგუმენტირებულ დაცვას.

    კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი მოცემული სასწავლო კომპონენტის სილაბუსში.