ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

085

ინგლისური ფილოლოგია

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისთვის ბაკალავრის საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე.

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი ცოდნის (ინგლისური ენისა და ლიტერატურის)და დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით.

პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევასა და სწავლის შედეგად ბაკალავრის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების თანმიმდევრობა, მათი ევოლუცია განსაზღვრავს პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას და აისახება სასწავლო გეგმაში.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სწავლის ხანგრძლივობა/კრედიტები
8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას)/240 კრედიტი

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით, აგრეთვე პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით. ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადებად პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილში მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი.