საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

085

საერთაშორისო ურთიერთობები

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ისეა აგებული, რომ სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის როგორც ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების, ისე ამ დარგის ცალკეული სუბ-დისციპლინების შესახებ. პროგრამა ასევე მოიცავს დამხმარე ცოდნის (ზოგადინტელექტუალური, კომუნიკაციური კომპეტენციები) განმსაზღვრელ სასწავლო კომპონენტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაკალავრს უყალიბდება ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მას შრომით ბაზართან ადაპტაციისა და პროფესიული ორიენტაციის საშუალებას მისცემს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სწავლისხანგრძლივობა/კრედიტების რაოდენობა
8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას,)/ 240 კრედიტი

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას.

პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით.

ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია.

ლექციის დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციითა და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი- როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,წიგნზე მუშაობის მეთოდი.