საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

085

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობა განპირობებულია 21-ე საუკუნის გლობალურ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შეუქცევადი ხასიათით, რაც დღის წესრიგში აყენებს მსოფლიო პროცესებში ინტეგრირების აუცილებლობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების ჰარმონიზაციას. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტები კარგად ორიენტირებენ როგორც შიდა ასევე მსოფლიო ბაზრებზე. მათ შესწევთ უნარი შეაფასონ მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენები და პროცესები და გამოკვეთონ მათი განვითარების პროგნოზები.
პროგრამით გათვალისწინებული საგნების ნუსხა არის საერთაშირისო ეკონომიკურ ურთიერთიბებზე ორიენტირებული - მოიცავს ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობების საგნების კომპლექსს. ანალოგიური მიდგომა აქვს დასავლეთის სხვა უნივერსიტეტებს, იგი განსაკუთრებით პოპულარუალია ჩინეთში. შეთავაზებული სავალდებულო საგნები, არჩევითი საგნები და უცხო ენის გაძლიერებული კომპონენტი (მათ შორის ჩინური) კურსდამთავრებულს აძლევს შესაძლებლობას შრომის ბაზარზე წარსდგეს ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში დივერსიფიცირებული სპეციალისტის სახით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი დასაქმების შესაძლებლობას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია
სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
240 კრედიტი / 8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)


სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს საერთაშორისო ეკონოიკის ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას.

პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.

პროგრამის განმახორციელებლები გამოიყენებენ ნებისმიერ სხვა მეთოდს ამა თუ იმ კონკრეტული სასწავლო ამოცანის შესასრულებლად. ამა თუ იმ მე­თო­­დის გამოყენები­სა და მათი კომ­ბინირების შე­დე­გად სასწავლო პრო­ცესი ხდება უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ხოლო სტუ­დენ­ტის სასწავლო პორცესში ჩართულობა - უფრო აქტიური, რაც უზ­რუნ­ველყოფს სასწავლო პროცესში სტუდენტ­თა შესაძლებ­ლო­­ბების გამოვ­ლენასა და გან­ვითარებას - სტუ­დენ­ტები დაეუფლებიან ინდივიდუალურ და გუნ­­დურ მუშა­ო­ბას; მიზნების დასახვას და მათი მიღწევის ადეკვატური გზებისა და მეთოდების გამოყენე­ბას; შესასრუ­ლე­ბელი სამუშაოს ეტა­პობრივ დაგეგმვას და დროის ორგა­ნიზებას; საჭირო ინ­­ფორ­მაციის მოპოვებისთვის საინფორ­მა­ციო-საკომუნიკაციო ტექ­­­ნოლო­გიე­ბის და საბიბლიოთეკო ფონდის აქ­ტიურ გა­მო­ყენებას და მოძიებული ინფორმაცი­ის ანა­ლიზს; დასკვნების და მოსაზრე­ბე­ბის ჩამოყალიბება-და­სა­ბუთებას, ვერბა­ლურ/წერით კომუნიკა­ცი­ას, სა­კუ­თარი ცოდ­­ნი­სა და კომპეტენციის რეალიზაციას, დასკვნების და მოსაზრებების არგუმენტირებულ დაცვას.

კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი სასწავლო კურსების სილაბუსებში.

სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე არის დაფუძნებული.