საერთაშორისო ურთიერთობები

085

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება

თბილისის ღია უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება“ უსაფრთხოების მეცნიერების დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში, რომელიც მოიცავს 120 კრედიტს.  

პროგრამის მიზანია უსაფრთხოების პოლიტიკის ისეთი მაღალკვალიფიციური მკვლევარების, ანალიტიკოსებისა და შემმუშავებლების მომზადება, რომელთაც, შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, შეეძლებათ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონკრეტული პრობლემების ადეკვატური შეფასება-ანალიზი და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.

სამაგისტრო კურსის სასწავლო პროგრამა ეფუძნება უსაფრთხოების საკითხებისადმი მულტიდისციპლინარულ, ერთიან, ინტეგრირებულ მიდგომას. უსაფრთხოების თეორიებსა და ძირითად კონცეფციებთან დაკავშირებით სტუდენტებისათვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემასთან ერთად, ის ფოკუსირდება უსაფრთხოების როგორც ხისტი, ასევე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ასპექტების სწავლებაზე.

კურსის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებს ფართო წარმოდგენა შეექმნებათ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, რისკებსა და საფრთხეებზე. სასწავლო პროგრამაში შესულია ინტენსიური კურსები უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სწავლებების დისციპლინებში, ეთიკურ და სტრატეგიულ ლიდერობასა და ეკონომიკაზე.

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ საგნებს, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ მოდულებსაც. აკადემიური წერისა და სამეცნიერო კვლევის მეთოდების სავალდებულო მოდულთან ერთად, სასწავლო პროგრამის არჩევით ნაწილში შედის ისეთი კურსები, როგორებიცაა მოლაპარაკებების  და კომუნიკაციის ხელოვნება.

აღნიშნული საგნების ერთობლიობა კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს საკუთარი კარიერა გააგრძელონ როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე სახელმწიფო ან კერძო სექტორებში.

„ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების“ სამაგისტრო კურსის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. სასწავლო პროგრამის შედგენისას, პრაქტიკული და თეორიული კურსების ინტეგრირების კუთხით გათვალისწინებული იქნა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის გამოცდილება. სასწავლო კურსებში ფართოდ გამოიყენება სიმულაციები და ისტორიული სასწავლო მაგალითები (case studies).  სამაგისტრო კურსს გაუძღვებიან უსაფრთხოების სფეროში მომუშავე, მრავალწლიანი გამოცდილებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესორები.

სამაგისტრო პროგრამის უმაღლეს დონეზე განხორციელებას, ლექტორთა მაღალკვალიფიციურ გუნდსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან ერთად, მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მაღალი სტანდარტის სასწავლო ბაზის მქონე უნივერსიტეტში ჩატარებაც უზრუნველყოფს. სასწავლო პროცესი წარიმართება კურაციულად, დასაქმებულ პირთათვის ხელსაყრელი გრაფიკით.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი

სწავლების ენა: 
ქართული (პროგრამის ინდივიდუალური სასწავლო კურსები ხორციელდება ინგლისურ ენაზე)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც გადალახავს ზღვარს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, წარმატებით გაივლის შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრებას; ფლობს ინგლისურ ენას B2-ის დონეზე (დასტურდება ინგლისურ ენაში შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით ან შესაბამისი დონის ფლობის დამატასტურებელი საერთაშორისო სერთიფაკატით).

პროგრამის წლიური საფასური:

ფასი: 2950ლ

პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაციის ბმული:

https://tinyurl.com/tou-pre-registration-form

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო სეფაშვილი,

სასწავლო პროცესის მენეჯერი

592 73 44 00

[email protected]   

გიორგი ლემონჯავა

პროგრამის თანახელმძღვანელი

599 02 33 12