სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა

085

“სამართალმცოდნეობის საბაკალავრო სა­განმა­ნათ­ლებ­ლო პროგრამა“, არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, რო­მე­ლიც ორიენტირებულია მოამზადოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. სა­გან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სა­თა­ნა­დო გამოც­დილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.

კვალიფიკაცია:

სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)

კრედიტი / ხანგრძლივობა:

240 კრედიტი / 4 წელი

სწავლების ენა:

ქართული

მიღების წინაპირობები:

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შე­დე­გე­ბის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

სტუდენტს შესძინოს ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, სამართლის ძირითადი პრინციპების და ღირებულებების შესახებ.

სტუდენტს გამოუმუშაოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი; სამართლებრივი საკითხების ანალიზის, სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის და პოზიციის დასაბუთების უნარები; კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების, უახლესი სასამართლო პრაქტიკის, უახლესი მეცნიერული მიღწევებისადმი ყურადღების მიდევნების უნარი და სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • განმარტავს სამართლის ნორმებს, რისთვისაც იყენებს განმარტების მეთოდებს, იურიდიულ ტერმინოლოგიას და გადასცემს ინფორმაციას ზეპირი და წერილობითი ფორმით, მშობლიურ და უცხო ენაზე;
  • აანალიზებს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თავისებურებებს და შეუძლია სამართალწარმოებაში მონაწილეობა, სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიება, იურიდიული შინაარსის დოკუმენტის შედგენა:

ა) კერძო სამართლის მიმართულებით;
ბ) სისხლის სამართლის მიმართულებით;
გ)საჯარო სამართლის მიმართულებით - საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართალი;

  • აანალიზებს ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს;
  • შეუძლია ცოდნის განახლება - სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და მეცნიერების სიახლეების საფუძველზე;
  • იცავს პროფესიული ეთიკის ფარგლებს, ადამიანის უფლებებს, სოციალურ და დემოკრატიულ ფასეულობებს; მოქმედებს სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი და წე­რითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა: ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); შემთხვევის ანალიზი (Case study) ; გონებრივი იერიში (Brain storming);როლური და სიტუაციური თამაშები; დემონსტრირების მეთოდი და სხვა მეთოდები.

მიღწევების შეფასება:

სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის მიერ გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შე­მად­გე­ნელ ელე­მენტს - შუა­ლე­დურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს.

შუალედური შეფასებას შეადგენს ყოველკვირეული აქტივობა - სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა, შუალედური გამოცდა, თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის შემაჯამებელი ნაშრომი (რეფერატი/ესე/პროექტი/პრეზენტაცია ან სხვა). თითოეულ ელემენტს აქვს თავისი პროცენ­ტული წილი შეფასების საერ­თო სისტემაში. შეფასების ფორმები და მათი ხვედრითი წილი ასახულია ყოველი სასწავლო კურსის სილაბუსში.

ცოდნის შეფასების ფორმები:

ჯამური შეფასება: 100% ანუ 100 ქულა

ყოველკვირეული აქტივობა: 30 ქულა

შუალედური გამოცდა: 30 ქულა

თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის

შემაჯამებელი ნაშრომი : 10 ქულა

დასკვნითი გამოცდა: 30 ქულა

დასაქმების სფერობი და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.