კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა

085

პროგრამა ორიენ­ტირებულია მაგისტრატურის სტუდენტის მომზადებაზე იურისტის რეგულირებადი პროფესიისათვის და ბიზნეს სამართლის მიმართულებით საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე.

პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. სა­გან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სა­თა­ნა­დო გამოც­დილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.

კვალიფიკაცია:

კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი - Master of Private (Business) Law

კრედიტი / ხანგრძლივობა:

120 კრედიტი / 2 წელი

სწავლების ენა:

ქართული

მიღების წინაპირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგით დაძლევის დამადატსურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების დამატებითი პირობებია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე).

საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს თანამედროვე იურიდიული განათლება და შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნეს სამართლის სფეროში;
  • გაუღრმაოს ცოდნის მარაგი ბიზნეს სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების შესახებ;
  • გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების და ბიზნეს საქმიანობის სფეროში სამართლებრივი პრობლემების მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების გზით ორიგინალურად გადაწყვეტის უნარი;
  • განუვითაროს ბიზნეს სამართლის სფეროში საკანონმდებლო ნოვაციების, თამანედროვე სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების ანალიზის და სამართლებრივი საქმიანობის რაციონალურად წარმართვის უნარი;
  • გამოუმუშავოს ადგილობრივი და საერთაშორისო აკა­დე­მიური და პრო­ფესიული საზოგადოებისათვის ქართულ და ინგლისურ ენაზე საკუთარი სამართლებრივი მოსაზრებების და არგუმენტების გაზიარების უნარი აკადემიური პატიოსნების სტანდარტების გათვალისწინებით;
  • განუვითაროს ცოდნის და კომპეტენციების სრულყოფის მიზნით სწავლის დამოუ­კი­დებ­­ლად წარმართვის, სტრატეგიულად დაგეგმვის და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი სამეცნიერო კვლევის უნარი.

იურიდიული კლინიკა

სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში მოახდინოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება და ბიზნეს საქმიანობის სფეროში სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა რეალური შემთხვევებზე საფუძველზე.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • კერძო-ბიზნეს სამართლის სფეროში კომპლექსურად აფასებს სამართლებრივ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს;
  • კერძო-ბიზნეს სამართლის სფეროში აანალიზებს პირველად წყაროებს, სამეცნიერო სიახლეებსა და სასამართლო პრაქტიკას;
  • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას, წერილობითი და ზეპირი ფორმით, მშობლიურ და უცხოურ ენაზე გადასცემს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებსა და არგუმენტაციას;
  • აანალიზებს არსებულ სამართლებრივ ღირებულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების ფორმირებაში.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერ­ბა­ლუ­რი და წე­რითი, ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ამ სფეროში არსებული მიღწევების გათვალისწინებით, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია/დებატები , დემონსტრირების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობ­ლე­მაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) ,პრაქტიკული მეთოდები.

მიღწევების შეფასება:

სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შემადგე­ნელ ელე­მენტს - შუა­ლე­დურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს. შუალედური შეფასების ელემენტი დაყოფილია კომპონენტებად (ყოველკვირეული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა), შუალედური გამოცდა, მცირე მოცულობის კვლევითი ხასიათის ნაშრომი (რეფერატი/პრეზენტაცია), რომ­ლებ­საც აქვთ თავისი პროცენტული წი­ლი ამ ელემენტის ფარგლებში. შეფასების კომპონენტია ასევე იურიდიული კლინიკაში სტუდენტის მიღწევების და სამაგისტრო ნაშრომის შეფასება.

დასაქმების სფეროები და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.