სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

085

პროგრამა რომელიც ორი­ენ­ტირებულია სისხლის სამართლის მაგისტრის აკა­დემიური ხარისხის მქონე პირი აღჭურვოს შე­სა­ბამისი კომპეტენციების, ანალიტიკური და შემოქმედებითი, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხვა იურიდიული პროფესიებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა სისხლის სამართლის მაგისტრმა შეძლოს კვლევითი სა­მუშაოს განხორციელება, პრაქტიკულ საქმიანობაში თავისი კომპეტენციების და შესაძლებლობების სრული რეა­ლი­ზაცია და კა­რიერული წინსვლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქმია­ნო­ბის შედეგად.

პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. სა­გან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სა­თა­ნა­დო გამოც­დილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.

კვალიფიკაცია:

სისხლის სამართლის მაგისტრი ( Master of Criminal Law)

კრედიტი / ხანგრძლივობა:

120 კრედიტი / 2 წელი

სწავლების ენა:

ქართული

მიღების წინაპირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგით დაძლევის დამადატსურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების დამატებითი პირობებია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე).

საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს თანამედროვე იურიდიული განათლება და შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა სისხლის სამართლის სფეროში;
  • გაუღრმაოს ცოდნა სისხლის სამართლის მიმართულებით არსებულ მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების შესახებ;
  • გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების გზით, ორიგინალურად გადაწყვეტის უნარი;
  • განუვითაროს სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო ნოვაციების, თამანედროვე სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების ანალიზის და სამართლებრივი საქმიანობის რაციონალურად წარმართვის უნარი.

იურიდიული კლინიკა

სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში მოახდინოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება და სისხლის სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა რეალური შემთხვევებზე საფუძველზე.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • სისხლის სამართლის სფეროში კომპლექსურად აფასებს სამართლებრივ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს;
  • სისხლის სამართლის სფეროში აანალიზებს პირველად წყაროებს, სამეცნიერო სიახლეებსა და სასამართლო პრაქტიკას;
  • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას, წერილობითი და ზეპირი ფორმით, მშობლიურ და უცხოურ ენაზე გადასცემს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებსა და არგუმენტაციას;
  • აანალიზებს არსებულ სამართლებრივ ღირებულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების ფორმირებაში.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერ­ბა­ლუ­რი და წე­რითი, ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ამ სფეროში არსებული მიღწევების გათვალისწინებით, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია/დებატები , დემონსტრირების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობ­ლე­მაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) , პრაქტიკული მეთოდები.

მიღწევების შეფასება:

სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შემადგე­ნელ ელე­მენტს - შუა­ლე­დურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს. შუალედური შეფასების ელემენტი დაყოფილია კომპონენტებად (ყოველკვირეული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა), შუალედური გამოცდა, მცირე მოცულობის კვლევითი ხასიათის ნაშრომი (რეფერატი/პრეზენტაცია), რომ­ლებ­საც აქვთ თავისი პროცენტული წი­ლი ამ ელემენტის ფარგლებში. შეფასების კომპონენტია ასევე იურიდიული კლინიკაში სტუდენტის მიღწევების და სამაგისტრო ნაშრომის შეფასება.

დასაქმების სფეროები და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

სისხლის სამართლის მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მას შეეძლება სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება, რომელიც სავალდებულოა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებად, ასევე პროკურორისა და ადვოკატის თანამდებობის დასაკავებლად. სისხლის სამართლის მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს: საჯარო დაწესებულებებში, საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებში, არასამთავრობო დაწესებულებებში, ასევე კერძო სექტორშიც. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს - სისხლის სამართლის მა­გისტრს - სწავლის გაგრ­ძელება შეუძლია დოქტორანტურაში.