ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
მოწოდებულია სამივე დასახული მიმართულებით (ფინანსები, საგადასახადო–საბაჟო
საქმე, მენეჯმენტი) მისცეს გაღრმავებული და ფართო დიაპაზონის ცოდნა, აღჭურვოს
პრაქტიკული შედეგის მომტანი შემოქმედებითი კვლევის ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ
დასახული ამოცანებისა, პრობლემების ანალიზი, არგუმენირებული დასკვნის და
ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება.პროგრამა აერთიანებს მენეჯერ-ფინანსისტის
საქმიანობას საბაჟო და საგადასახადო სფეროში. იგი თავისი ხასიათით და, კომპლექსური
ბუნებით არის ინოვაციური და ერთადერთი საქართველოში, რომელიც ეფუძნება საქართველოში
ჩამოყალიბებულ საბაჟო-საგადასახდი პრაქტიკას, ცოდნის-პრაქტიკისა და კვლევების
ერთიანობას, დასავლეთში შექმნილ საგანმანათლებლო ღირებულებებს.სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით საქართველოში 400 ათასზე მეტი რეგისტრირებული საწარმოა. ამ
საწარმოთა თითოეულ რგოლს ესაჭიროება თანამედროვე ცოდნის და შესაბამისი უნარის მქონე
სპეციალისტი. ეკონომიკის ზრდასთან ერთად საწარმოთა მართვა კვლავ დარჩება
კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე დიდი სფერო.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლების ენა:
ქართული
სწავლის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას.პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.პროფესორი შეიძლება იყენებდეს ნებისმიერ სხვა მეთოდს ამა თუ იმ კონკრეტული სასწავლო/კვლევითი ამოცანის შესასრულებლად.კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო/კვლევითი კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.სწავლების მნიშვნელვანი კომპონენტია სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე არის დაფუძნებული.
სასწავლო კურსების შეფასებისათვის
გამოიყენება შემდეგი სისტემა:
მაქსიმალური დადებითი შეფასეფა - 100 ქულა,
მინიმალური დადებითი შეფასება - 51 ქულა;
(A) 91-100 ფრიადი
(B) 81-90 ძალიან კარგი
(C) 71-80 კარგი
(D) 61-70 დამაკმაყოფილებელი
(E) 51-60 საკმარისი
არსებობს ორი უარყოფითი შეფასება:
(FX) 41-50 ვერ ჩააბარა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F)0-40 ჩაიჭრა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. შეფასების კომპონენტები,მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, შეფასების კრიტერიუმები და მათი ხვედრითი წილი წარმოდგენილია სასწავლო კურსების სილაბუსებში.
ცოდნის შეფასების ფორმები:
ჯამური შეფასება 100% ანუ 100 ქულა
ყოველკვირეული აქტივობა – 30 ქულა
შუალედური გამოცდა – 30 ქულა
თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის
შემაჯამებელი ნაშრომი – 10 ქულა
დასკვნითი გამოცდა – 30 ქულა
პროგრამის
სწავლის შედეგები
პროგრამა ორიენტირებულია მაგისტრატურის სტუდენტის მომზადებაზე იურისტის რეგულირებადი პროფესიისათვის და ბიზნეს სამართლის მიმართულებით საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე.
პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.
კვალიფიკაცია:
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი - Master of Private (Business) Law
კრედიტი / ხანგრძლივობა:
120 კრედიტი / 2 წელი
სწავლების ენა:
ქართული
მიღების წინაპირობები:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგით დაძლევის დამადატსურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების დამატებითი პირობებია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე).
საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
იურიდიული კლინიკა
სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში მოახდინოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება და ბიზნეს საქმიანობის სფეროში სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა რეალური შემთხვევებზე საფუძველზე.
სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი, ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ამ სფეროში არსებული მიღწევების გათვალისწინებით, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია/დებატები , დემონსტრირების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) ,პრაქტიკული მეთოდები.
მიღწევების შეფასება:
სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შემადგენელ ელემენტს - შუალედურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს. შუალედური შეფასების ელემენტი დაყოფილია კომპონენტებად (ყოველკვირეული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა), შუალედური გამოცდა, მცირე მოცულობის კვლევითი ხასიათის ნაშრომი (რეფერატი/პრეზენტაცია), რომლებსაც აქვთ თავისი პროცენტული წილი ამ ელემენტის ფარგლებში. შეფასების კომპონენტია ასევე იურიდიული კლინიკაში სტუდენტის მიღწევების და სამაგისტრო ნაშრომის შეფასება.
დასაქმების სფეროები და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პროგრამა რომელიც ორიენტირებულია სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი აღჭურვოს შესაბამისი კომპეტენციების, ანალიტიკური და შემოქმედებითი, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხვა იურიდიული პროფესიებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა სისხლის სამართლის მაგისტრმა შეძლოს კვლევითი სამუშაოს განხორციელება, პრაქტიკულ საქმიანობაში თავისი კომპეტენციების და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია და კარიერული წინსვლა წარმატებული საქმიანობის შედეგად.
პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.
კვალიფიკაცია:
სისხლის სამართლის მაგისტრი ( Master of Criminal Law)
კრედიტი / ხანგრძლივობა:
120 კრედიტი / 2 წელი
სწავლების ენა:
ქართული
მიღების წინაპირობები:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგით დაძლევის დამადატსურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების დამატებითი პირობებია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე).
საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
იურიდიული კლინიკა
სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში მოახდინოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება და სისხლის სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა რეალური შემთხვევებზე საფუძველზე.
სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი, ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ამ სფეროში არსებული მიღწევების გათვალისწინებით, წიგნზე მუშაობის მეთოდი; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია/დებატები , დემონსტრირების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) , პრაქტიკული მეთოდები.
მიღწევების შეფასება:
სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შემადგენელ ელემენტს - შუალედურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს. შუალედური შეფასების ელემენტი დაყოფილია კომპონენტებად (ყოველკვირეული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა), შუალედური გამოცდა, მცირე მოცულობის კვლევითი ხასიათის ნაშრომი (რეფერატი/პრეზენტაცია), რომლებსაც აქვთ თავისი პროცენტული წილი ამ ელემენტის ფარგლებში. შეფასების კომპონენტია ასევე იურიდიული კლინიკაში სტუდენტის მიღწევების და სამაგისტრო ნაშრომის შეფასება.
დასაქმების სფეროები და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
სისხლის სამართლის მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მას შეეძლება სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება, რომელიც სავალდებულოა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებად, ასევე პროკურორისა და ადვოკატის თანამდებობის დასაკავებლად. სისხლის სამართლის მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს: საჯარო დაწესებულებებში, საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებში, არასამთავრობო დაწესებულებებში, ასევე კერძო სექტორშიც. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს - სისხლის სამართლის მაგისტრს - სწავლის გაგრძელება შეუძლია დოქტორანტურაში.
პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის
მაგისტრის აკადემიური ხარისხისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი
კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა
კომპონენტის სინთეზის საფუძველზე.
უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა
ჩარჩოში განსაზღვრული მაგისტრის კომპეტენციებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა
გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ისეა აგებული,
რომ სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის როგორც ზოგადად საერთაშორისო
ურთიერთობების, ისე ამ დარგის ცალკეული სუბ-დისციპლინების შესახებ. აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში მაგისტრი აღრმავებს ბაკალავრიატში მიღებულ თეორიულ ცოდნას და
იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენს, რომლებიც შემდგომში შრომით ბაზართან ადაპტაციისა
და პროფესიულ გარემოში, მათ შორის, აკადემიურ სფეროში დამოუკიდებლად ორიენტაციის
საშუალებას მისცემს მას.
მისანიჭებელი
კვალიფიკაცია:
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო
ურთიერთობებში
სწავლების ენა:
ქართული
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე
პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო და სასპეციალიზაციო
გამოცდების შედეგების საფუძველზე და ფლობს ინგლისურ ენას (B2-ის დონეზე), რაც
დასტურდება ინგლისურ ენაში გამოცდის შედეგებით/შესაბამისი დონის დამადასტურებელი
სერტიფიკატით.
სწავლის ხანგრძლივობა
4 სემესტრი
(სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო
მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა -
შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური
გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით
გამოცდებს)
სწავლის შედეგები და მათი მიღწევის
მეთოდები
პროგრამის ინტერდისციპლინალურობის გათვალისწინებით,
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას,
რომლებიც სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს
„სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში“
აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. სწავლების პროცესში
გამოყენება ისეთი მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია თეორიული (ვერბალური, ანუ
ზეპირსიტყვიერი, დისკუსია/დებატები, ახსნა-განმარტებითი, წერითი მუშაობის
მეთოდები), პრაქტიკული (ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, დემონსტრირების მეთოდი),
ზოგადი (ჯგუფური/გუნდური მუშაობა)და დარგობრივი (შემთხვევის ანალიზი, პროექტის
მომზადება, კრიტიკული ანალიზი, დამოუკიდებლად წიგნზე/წყაროზე მუშაობა) სასწავლო
მასალის ადეკვატურად ათვისებაზე. საკითხების ვიზუალიზაციისა და დავალებების
შესასრულებლად შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები.
სასწავლო კურსის სწავლებისას, იმის მიხედვით, თუ როგორი
ხასიათის (თეორიული, პრაქტიკული, ზოგადი თუ დარგობრივი)კომპონენტი ისწავლება,
გამოიყენება შესაბამისი სწავლის მეთოდი, რაც მიზნად ისახავს პროგრამით განსაზღვრული
შედეგების მიღწევას.