ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა და თბილისის მერიის ეგედით დაარსებულმა იურიუდიულმა კლინიკამ- "ჩემი ადვოკატი"- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში 4-თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტები, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

კურსის მიზანია, მაგისტრანტს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი, რაც მას სამომავლოდ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვაში დაეხმარება.