კონფერენცია თემაზე ავსტრია - საქართველო

19 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე ავსტრია - საქართველო, რომელიც ორგანიზებულია ვენის პრივატ კლინიკის ოფიციალური პარტნიორის საქართველოში, წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის მიერ.     

კონფერენციას უძღვებოდა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი და განყოფილების მთავარი ქირურგი(Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien) პროფესორი იოსებ ნანობაშვილი და პროფესორი ქრისტიან შოიბა, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინული ქირურგიის ხელმძღვანელი - ავსტრიის ქირურგთა ასოციაციის ენდოკრინული ქირურგების გაერთიანების თავმჯდომარე.

კონფერენციაზე მოხდა ავსტრიული გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებთან.